სისხლის migriauli...4 annotation the object of study and research of the work for...

66
შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა თემა: აუცილებელი მოგერიება, როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება ნაშრომი შესრულებულია სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტი: ირაკლი მიგრიაული ნაშრომის ხელმძღვანელი: პროფესორი თამარ ებრალიძე თბილისი 2019

Upload: others

Post on 21-Jan-2020

0 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის

სასწავლო უნივერსიტეტი

სამართლის ფაკულტეტი

სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა

თემა: აუცილებელი მოგერიება, როგორც მართლწინააღმდეგობის

გამომრიცხველი გარემოება

ნაშრომი შესრულებულია სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის

მოსაპოვებლად

სტუდენტი: ირაკლი მიგრიაული

ნაშრომის ხელმძღვანელი:

პროფესორი თამარ ებრალიძე

თბილისი 2019

Page 2: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

2

შინაარსი

ანოტაცია --------------------------------------------------------------------------------------3

Annotation-------------------------------------------------------------------------------------4

შესავალი --------------------------------------------------------------------------------------5

თავი I. ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა-----------------------------------------------8

თავი II. პრობლემის კვლევა/ანალიზი----------------------------------------------------12

2.1. აუცილებელი მოგერიების სტრუქტურა და მისი მართლზომიერების

პირობები--------------------------------------------------------------------------------------12

2.2. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება----------------------30

2.3. აუცილებელი მოგერიების პროვოკაცია -------------------------------------43

თავი III. კვლევის შედეგები-----------------------------------------------------------------54

დასკვნა -----------------------------------------------------------------------------------------59

გამოყენებული ლიტერატურა --------------------------------------------------------------62

Page 3: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

3

ანოტაცია

სამაგისტრო ნაშრომის შესწავლისა და კვლევის ობიექტია

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების - აუცილებელი მოგერიების

სამართლებრივი ინსტიტუტი. ნაჩვენებია, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს აუცილებელი

მოგერიების მართლზომიერებისთვის ობიექტური და სუბიექტური მხარისათვის

დამახასიათებელი ნიშნების ერთობლიობას. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია

აუცილებელ მოგერიებასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ და პრობლემატურ

საკითხებზე, რომლებიც აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი ფაქტორია.

წარმოებულ კვლევაში განხილულია აუცილებელი მოგერიების სტრუქტურა და

მისი მართლზომიერების პირობები. თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან

გამომდინარე, დიდი ყურადღება ეთმობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს და

მასთან ასოცირებულ სადავო საკითხებს. ნაშრომში შესწავლის ერთ-ერთ მთავარ

სფეროდ წარმოდგენილია აუცილებელი მოგერიების პროვოკაციის პრობლემა,

რომელიც თავისი სპეციფიკური ბუნების გათვალისწინებით, ჯერ კიდევ არ არის

სრულყოფილად დამუშავებული და შესწავლილი. აუცილებელი მოგერიების

პროვოკაციას გააჩნია განსხვავებული გამოვლინების ფორმები და შესაბამისად,

ნაშრომში მოცემულია, აუცილებელი მოგერიების პროვოკაციის სახეების სწორად

შეფასების გზები.

Page 4: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

4

Annotation

The object of study and research of the work for master's degree is the legal

institution of self-defense, the circumstance excluding unlawfulness. It is shown, how

important is the combination of the characteristic features of the objective and subjective

side for the legitimacy of self-defense. The work focuses on the fundamental and problematic

issues related to self-defense, which is the causative factor of opinion differences.

The structure of self-defense and the conditions of its lawfulness are discussed in the

conducted study. Due to its special importance, great attention is paid to the scope of the

self-defense and associated issues with it. One of the main areas of study in the work is

represented the provocation problem of self-defense, which due to its specific nature has not

been yet perfectly developed and studied. The provocation of self-defense has different forms

of manifestation and accordingly, the study provides the ways of correct assessment of

provocation types of self-defense.

Page 5: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

5

შესავალი

აუცილებელი მოგერიება ადამიანის სისსხლისსამართლებრივი

პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველია, რადგან თუ აუცილებელი

მოგერიება მართლზომიერების ყველა პირობას აკმაყოფილებს, სახეზე არ გვაქვს

დანაშაულის აგებულების მეორე ნიშანი მართლწინააღმდეგობა. აუცილებელი

მოგერიების უფლება მოქალაქეს ანიჭებს შესაძლებლობას, რომ მან თავდამსხმელის

დაზიანების გზით მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან დაიცვას როგორც თავისი,

ასევე სხვისი სამართლებრივი სიკეთე. შესაბამისად, არსებობს აუცილებელი

მოგერიების ორი სახე: აუცილებელი თავდაცვა და აუცილებელი დახმარება.

აუცილებელი მოგერიება მართლზომიერია იმ შემთხვევაში, თუ სახეზე გვაქვს

ობიექტური და სუბიექტური მხარისთვის დამახასიათებელი ნიშნების ერთობლიობა.

კერძოდ, აუცილებელი მოგერიების უფლებით სარგებლობისას ობიექტურად უნდა

არსებობდეს თავდამსხმელის მხრიდან ხელყოფა და თავის მხირვ, მომგერიებელს

უნდა ამოძრავებდეს სამართლებრივი სიკეთის მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისგან

დაცვის მიზანი. იმ შემთხვევაში თუ დარღვეულია ობიექტური და სუბიექტური ნიშნების

ერთიანობა, ვერ ვისაუბრებთ აუცილებელი მოგერიების ვითარების არსებობაზე.

თემის აქტუალობა: აუცილებელი მოგერიების ინსტიტუტის კვლევის

აქტუალობას განაპირობებს მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები,

რომლებიც ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია. სადავო საკითხს წარმოადგენს

აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილების საკითხი. კანონმდებელი

ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებას

Page 6: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

6

ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მომგერიებელი ისეთ თავდაცვის საშუალებას

გამოიყენებს, რომელიც აშკარა შეუსაბამობაშია თავდასხმის ხასიათთან და

საშიშორებასთან. დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და დეტალურ

შესწავლას მოითხოვს თითოეული შემთხვევა, იმის დასადგენად, მომგერიებელი

მართლზომიერად მოქმედებდა თუ თავისი ქმედებით აუცილებელი მოგერიების

ფარგლებიდან გავიდა. ნაშრომში ნაჩვენებია პრაქტიკული მაგალითები, რომლებიც

აუცილებელი მოგერიების ფარგლების საკითხის შეფასებისას თითოეულ ფაქტობრივ

გარემოებაზე ყურადღების გამახვილების მნიშვნელობაზე მიუთითებს.

ნაშრომში განცალკევებით არის განხილული აუცილებელი მოგერიების

პროვოკაციის პრობლემა. არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანი შეგნებულად და

მიზანმიმართულად ცდილობს სხვა ადამიანის პროვოცირებას, რათა გახდეს

მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის ობიექტი და შემდეგ, თავდამსხმელის დაზიანების

შესაძლებლობა მიეცეს. დავის საგანია უნარჩუნდება თუ არა პროვოკატორს

აუცილებელი მოგერიების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა და თუ

უნარჩუნდება, საინტერესოა რა მოცულობით. შეგნებული პროვოკაციის გარდა

არსებობს არაგამიზნული, მაგრამ სოციალურ-ეთიკურად დასაძრახი პროვოკაციაც.

აუცილებელი მოგერიების პროვოკაციის პრობლემა ნაკლებად დამუშავებული

საკითხია ქართულ სისხლის სამართალში და საჭიროა, ამ საკითხის ფუნდამენტური

კვლევა.

ნაშრომის მიზნები: აღნიშნული ნაშრომის მთავარ მიზანს წარმოადგენს,

ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების - აუცილებელი მოგერიების

სიღრმისეული იურიდიული ანალიზი და მასთან დაკავშირებული პრობლემატური

საკითხების განხილვა და შეფასება. ნაშრომი მიზნად ისახავს აუცილებელი მოგერიების

ინსტიტუტთან ასოცირებულ სადავო საკითხების გაშუქებას და კვლევას,

რომელთაგანაც გამორჩეულად საინტერესოა აუცილებელი მოგერიების ფარგლები

და აუცილებელი მოგერიების პროვოკაციის პრობლემა.

Page 7: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

7

ამოცანები: აღნიშნულ ნაშრომში ძირითად ამოცანებად გამოყოფილია შემდეგი

საკითხები:

აუცილებელი მოგერიების აგებულება და ამ სამართლებრივი ინსტიტუტის

მართლზომიერების პირობების წარმოჩენა;

ობიექტური და სუბიექტური მხარისათვის დამახასიათებელი ნიშნების

ერთიანობის მნიშვნელობა აუცილებელი მოგერიებისას;

მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისგან სამართლებრივი სიკეთის დაცვის

სურვილისა და მიზნის როლი აუცილებელი მოგერიებისას;

აუცილებელი მოგერიების ფარგლების და ქმედების აუცილებელი

მოგერიების ფარგლების გადაცილებად შეფასების პრობლემურობის

განხილვა/შეფასება;

აუცილებელი მოგერიების პროვოკაციის პრობლემის ანალიზი;

აუცილებელი მოგერიების პროვოკაციის გამოვლინების ფორმების

წარმოჩენა;

პროვოკატორის სამართლებრივი მდგომარეობის და მისი უფლებების

განსაზღვრა;

კვლევის მეთოდები: ნაშრომში მოცემულია აუცილებელი მოგერიების

სამართლებრივ ინსტიტუტთან დაკავშირებული სისხლის სამართლის სამეცნიერო

ლიტერატურის ანალიზი. გარდა ამისა, დამუშავებულია ინტერნეტ სივრცეში

განთავსებული მასალები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის სათანადო

კვლევისთვის. ნაშრომის მიზნების მისაღწევად გამოყენებულია შედარებით-

სამართლებრივი კვლევის მეთოდი.

Page 8: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

8

თავი I. ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა

საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს

აუცილებელი მოგერიების სამართლებრივ ინსტიტუტს, რომელიც დანაშაულის

შემადგენლობის მეორე ნიშნის, მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებაა.

კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველის

ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის ვინც ამ კოდექსით

გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე

იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს სხვისი ან თავისი

სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. კანონმდებელი ადამიანს უფლებას აძლევს,

რომ მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისას დაიცვას როგორც თავისი, არამედ სხვისი

სამართლებრივი სიკეთეც. ამდენად, აუცილებელ მოგერიებას აქვს ორი სახე:

აუცილებელი თავდაცვა და აუცილებელი დახმარება.

სსკ-ის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, აუცილებელი მოგერიების უფლება

პირს აქვს იმისდა მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან

საშველად მოუხმოს სხვას. ამ წინადადებიდან ნათლად იკვეთება, რომ აუცილებელი

მოგერიებისას კანონმდებელი ადამიანს არ ავალდებულებს სხვის იმედად ყოფნას და

მას დამოუკიდებლად შეუძლია ხელმყოფის მიერ დაწყებული მართლსაწინააღმდეგო

Page 9: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

9

თავდასხმის აღკვეთა და სამართლებრივი სიკეთის დაცვა. 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის

თანახმად, პირს შეუძლია ხელმყოფის დაზიანება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფით

წართმეული ქონების ან სხვა სახის სამართლებრივი სიკეთის დასაბრუნებლად, თუ ეს

მოხდა უშუალოდ ხელმყოფის ხელში ამ სიკეთის გადასვლისთანავე თუ ამ სიკეთის

დაბრუნება ჯერ კიდევ შეიძლება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილში, კანონმდებელი

ყურადღებას ამახვილებს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაზე, რაც

გამოიხატება მოქალაქის მიერ თავდაცვის ისეთი საშუალების გამოყენებაში, რაც

აშკარად შეუსაბამოა ხელმყოფის მიერ განხორციელებული თავდასხმის ხასიათთან და

საშიშროებასთან.1

მ. ტურავა თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ აუცილებელი მოგერიების ორივე

სახეს საფუძვლად უდევს ე.წ. დუალისტური პრინციპი, რაც ნიშნავს ინდივიდუალური და

ზეინდივიდუალური სამართლებრივი სიკეთეების დაცვის მართლზომიერებას. მისი

აზრით, მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას საფრთხე შესაძლებელია შეექმნას,

როგორც ინდივიდუალურ, ასევე საყოველთაო სამართლებრივ სიკეთესაც.

შესაბამისად, აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების პირობებში წარმოიშვება

ინდივიდუალური და საყოველთაო სამართლებრივი სიკეთეების

მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისგან დაცვის აუცილებლობა და უფლება. მ. ტურავას

თავის ნაშრომში განხილული აქვს აუცილებელი მოგერიების სტრუქტურა რომელიც

სამი ნიშნისგან შედგება. ესენია: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით

გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. მისი თქმით, არსებობს შემთხვევები,

როდესაც სახეზე გვაქვს აუცილებელი მოგერიების მეოთხე პირობაც და იგი ამ

პირობად, გარკვეულ შემთხვევებში აუცილებელი მოგერიების უფლების სოციალურ-

ეთიკურ შეზღუდვას მიიჩნევს. 2 თავის, მხრივ რამდენიმე კომპონენტს მოიცავს

აუცილებელი მოგერიების პირველი ნიშანი, უკიდურესი მდგომარეობა, რაზეც

ნაშრომის ძირითად ნაწილში იქნება საუბარი.

ო. გამყრელიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელი მოგერიება მოქალაქის უფლებაა

და არა მოვალეობა. მისი თქმით, თუ მოქალაქე ამ უფლებას არ გამოიყენებს ამისთვის

1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, თბ., 1999, მ. 28

2 მ. ტურავა, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მე-9 გამოცემა, თბ., 2013, გვ. 173-174

Page 10: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

10

მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ ქართული

სისხლის სამართლის კანომდებლობიდან გამომდინარე, ეს დებულება რომ

აუცილებელი მოგერიება მხოლოდ უფლებაა და არა ვალდებულება შეზღუდულად

უნდა გამოვიყენოთ. 3 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის

პირველი ნაწილის შინაარსის შესაბამისად, როდესაც მოქალაქე თვითდაცვის

მდგომარეობაში იმყოფება მას შეუძლია აუცილებელი მოგერიების უფლებით

ისარგებლოს, ხოლო როდესაც მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის ობიექტად სხვისი

სამართლებრივი სიკეთე გვევლინება ან ასეთ სამართლებრივ სიკეთეს საფრთხე

ემუქრება, ამ დროს, მოქალაქეს უკვე აუცილებელი დახმარების მოვალეობა

წარმოეშვება, რისი ნათელი მაგალითიც საქართველოს სისხლის სამართლის

კოდექსით გათვალისწინებული განსაცდელში მიტოვება და დაუხმარებლობაა.

თ. შავგულიძის აზრით, აუცილებელი მოგერიების არსებით მხარეს

წარმოადგენს მომგერიებლის უფლება დაიცვას კანონით გათვალისწინებული

სამართლებრივი სიკეთეები თავდამსხმელისთვის ზიანის მიყენების გზით. ეს ზიანი კი

შეიძლება სხვადასხვა სიმძიმის იყოს და ის არ გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების

დროს თავდამსხმელისთვის სასიკვდილო ზიანის მიყენების შესაძლებლობასაც. მისი

აზრით, ზიანის მიყენება რომელიც სხვა შემთხვევაში დანაშაულს წარმოადგენს,

აუცილებელი მოგერიების ვითარებაში გამორიცხავს ჩადენილი ქმედების

საზოგადოებრივ საშიშროებასა და დასჯადობას.4

საინტერესოა, თ. შავგულიძის მიერ აუცილებელი მოგერიების სამართლებრივი

ინსტიტუტის შეფასება. ის მიიჩნევს, რომ აუცილებელი მოგერიების უფლებას აქვს

ზოგადპრევენციული მნიშვნელობაც, რადგან კანონმდებლის მიერ მოქალაქისთვის

აუცილებელი მოგერიების უფლების მინიჭება, რაც მართლსაწინააღმდეგო

ხელმყოფის დაზიანებაში გამოიხატება, მოტივაციურ ზემოქმედებას ახდენს

დამნაშავეზე, ანიშნებს მას უშუალო წინააღმდეგობის რიდით ძალადობისგან თავი

3

ო. გამყრელიძე, სისხლის სამართლის პრობლემები, მე-3 ტომი, გამომცემლობა "იურისტების

სამყარო", თბ., 2015, გვ. 295 4 თ. შავგულიძე, ლ. სურგულაძე, საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხველი გარემოებანი სისხლის

სამართლის კანონმდებლობაში, გამომცემლობა "მერიდიანი", თბ., 1988, გვ. 33

Page 11: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

11

შეიკავოს.5 ამდენად, აუცილებელი მოგერიების ინსტიტუტის არსებობით, მოქალაქეებს

უფლება ეძლევათ, რომ აქტიურად ჩაერთონ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და

დაიცვან კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთეები.

ქართულ სისხლის სამართლის კანონმდელობაში მოცემულია პირობები,

როდესაც აუცილებელი მოგერიება მიიჩნევა მართლზომიერად და სწორედ ამ

პირობების არსებობის შედეგად ხდება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში

მყოფი ადამიანის მოქმედების, ანუ თავდამსხმელის დაზიანების გამართლება. თუ

მოქალაქე აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების პირობებში არ მოქმედებს ის

გადის აუცილებელი მოგერიების ფარგლებიდან და შესაბამისად, მისი ქმედება უკვე

მართლსაწინააღმდეგოა. ი. დვალიძის აზრით, სამართლებრივ სიკეთეთა

კონფლიქტისას, რასაც ადგილი აქვს აუცილებელი მოგერიებისას, მომგერიებლის

მიერ სამართლებრივი სიკეთის დაზიანების მართლზომიერად ჩასათვლელად

აუცილებელია სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვროს

აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების პირობები.6

აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების პირობებზე და აუცილებელი

მოგერიების ფარგლებს გადაცილების საკითხზე თავიანთ საფუძვლიან და

დასაბუთებილ შეხედულებებს გამოხატავენ მ. ტურავა და ო. გამყრელიძე. ი.

ხერხეულიძე საინტერესო მოსაზრებებს აფიქსირებს აუცილებელი მოგერიების

ვითარებასთან და მასთან ასოცირებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით.

კერძოდ, ხაზგასმით აღნიშნავს, თუ როგორი მნიშვნელოვანია აუცილებელი

მოგერიების უფლებით სარგებლობისას თავდაცვის სურვილი, ანუ ამ სამართლებრივი

ინსტიტუტის სუბიექტიური ელემენტის არსებობა.

ნაშრომში განხილულია, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის

სკოლის პროფესორის სინტია ლის დამოკიდებულება აუცილებელი მოგერიების

ვითარების მახასიათებელ ნიშნებთან მიმართებაში. სასამართლო პრაქტიკიდან

მოყვანილი შემთხვევების ანალიზის საფუძვლეზე უფრო ადვილად აღქმადი ხდება თუ

5 თ. შავგულიძე, ლ. სურგულაძე, საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხველი გარემოებანი სისხლის

სამართლის კანონმდებლობაში, გამომცემლობა "მერიდიანი", თბ., 1988, გვ. 34 6 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, ავტორთა კოლექტივი, გამომცემლობა "მერიდიანი", თბ., 2007,

გვ. 246

Page 12: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

12

როდის მოქმედებს მომგერიებელი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და როდის

ხდება მისი მხრიდან აუცილებელი მოგერიების გადამეტება. ასევე, სინტია ლი

დეტალურად განიხილავს გონივრული რწმენისა და გონივრული ქმედების როლს

აუცილებელი მოგერიების უფლებით სარგებლობისას.

ნაშრომში ცალკე განხილვის საგანი და შესწავლის ობიექტია აუცილებელი

მოგერიების პროვოკაციის საკითხი. აუცილებელი მოგერიების პროვოკაციას აქვს

თავისი გამოვლინების ფორმები. საინტერესოა, მ. ტურავას მიდგომა და შეხედულებები

აუცილებელი მოგერიების პროვოკაციასთან მიმართებით. ამ საკითხთან დაკავშირებით

თავიაანთ ღირებულ მოსაზრებებს აფიქსირებენ ბ. ჯიშკარიანი და თ. ცქიტიშვილიც.

უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელი მოგერიების პროვოკაციის საკითხი ჯერ კიდევ არ

არის სათანადო დონეზე დამუშავებული და მნიშვნელოვანია ამ პრობლემატური

საკითხის უფრო ხარისხიანი შესწავლა.

თავი II. პრობლემის კვლევა/ანალიზი

2.1. აუცილებელი მოგერიების სტრუქტურა და მისი მართლზომიერების

პირობები

აუცილებელი მოგერიების სტრუქტურა და მისი აგებულება სამ ძირითად ნიშანს

ეფუძნება, რომელიც უკიდურესი მდგომარეობის, უკიდურესობით გამოწვეული

ქმედების და თავდაცვის სურვილისგან შედგება. როგორც ზემოთ აღინიშნა, მ. ტურავა

ფიქრობს, რომ გარკვეულ შემთხვევებში მეოთხე ნიშნად შესაძლოა აუცილებელი

მოგერიების უფლების სოციალურ-ეთიკური შეზღუდვა განიხილებოდეს. მისივე აზრით,

აუცილებელი მოგერიების პირველი ნიშანი უკიდურესი მდგომარეობა მოიცავს 3

კომპონენტს და ესენია: სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, ხელყოფის იმწუთიერობა

და ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც გულისხმობს ხელყოფის რეალურ

Page 13: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

13

(ობიექტურ) ხასიათს. 7 აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აუცილებელი

მოგერიების თითოეული მახასიათებელი ნიშნის სათანადო განმარტება.

აუცილებელი მოგერიების დროს ყოველთვის სახეზე გვაქვს კანონით დაცული

სამართლებრივი სიკეთის ან ინტერესის ხელყოფა. სამართლებრივი სიკეთის

ხელყოფა შეიძლება მოხდეს, როგორც მოქმედებით ასევე უმოქმედობით. მართალია,

ძირითადად სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა ხდება აქტიური მოქმედებით, მაგრამ

არსებობს შემთხვევები, როდესაც უმოქმედობითაც შეიძლება აუცილებელი

მოგერიების უფლებით სარგებლობა. უმოქმედობით აუცილებელი მოგერიების

უფლების გამოყენების მაგალითად თ. შავგულიძეს მოჰყავს გაწვრთნილი ძაღლის

შემთხვევა. ამ მაგალითის მიხედვით, მოქალაქეს თავს დაესხნენ ხულიგნები და ცემა

დაუწყეს, მაგრამ მოქალაქეს თავისი გაწვრთნილი ძაღლი წამოეშველა. მოქალაქეს

შეეძლო ძაღლის შეჩერება, მაგრამ ასე არ მოიქცა, რადგან მან იცოდა, რომ ძაღლი მას

დაიცავდა და დაეხმარებოდა თავდამსხმელების მოგერიებაში. ძაღლმა პატრონი

გადაარჩინა, მაგრამ ერთ-ერთ თავდამსხელს სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა. მისი

აზრით, ამ შემთხვევაში მოქალაქის მიერ ძაღლის აუცილებელი მოგერიების

საშუალებად გამოყენება მართლზომიერი იყო.8

ი. დვალიძის თქმით, უმოქმედობით მოგერიება მხოლოდ მაშინ შეიძლება,

როდესაც პირი თავისი სამართლებრივი მოვალეობის შეუსრულებლობით აზიანებს

ხელმყოფს. მას ამ მოსაზრების დამადასტურებელ არგუმენტად მოჰყავს შემდეგი

მაგალითი: ბორნის დარაჯი ხედავს, რომ მისკენ მიემართებიან მის მოსაკლავად

რამდენიმე შეიარაღებული პირი. იგი თავდაცვის მიზნით არ გააფრთხილებს მათ, რომ

ბორანი დაზიანებულია, რასაც ბოროტმოქმედთა წყალში დახრჩობა მოჰყვება. ამით კი

დარაჯი სიკვდილს გადაურჩება. 9 ზემოთ აღნიშნული მაგალითები ცხადყოფს, რომ

აუცილებელი მოგერიება უმოქმედობით შესაძლებელია და ამის პრაქტიკული

შემთხვევებიც არსებობს.

7 მ. ტურავა, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მე-9 გამოცემა, თბ., 2013, გვ. 174-175

8 თ. შავგულიძე, ლ. სურგულაძე, საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხველი გარემოებანი სისხლის

სამართლის კანონმდებლობაში, გამომცემლობა "მერიდიანი", თბ., 1988, გვ. 134 9 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, ავტორთა კოლექტივი, გამომცემლობა "მერიდიანი", თბ., 2007,

გვ. 248

Page 14: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

14

მ. ტურავას აზრით, შესაძლებელია ხელყოფა არ იყოს დანაშაული ან

მოგერიების ეტაპზე ჯერ კიდევ არ წარმოადგენდეს სისხლის სამართლის წესით

დასჯად ქმედებას, მაგრამ მისი მოგერიება მაინც ჩაითვალოს აუცილებელ

მოგერიებად, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ პირს ასეთ შემთხვევებშიც წარმოეშობა

თანაზომიერი მოგერიების უფლება და დაცული უნდა იყოს აუცილებელი მოგერიების

სოციალურ-ეთიკური შეზღუდვები. 10 ამ შეხედულებას იზიარებს ო. გამყრელიძეც. ის

მიიჩნევს, რომ აუცილებელი არ არის თავდამსხმა იყოს დანაშაულებრივი და

თავდამსხმელი ბრალეულად მოქმედებდეს. მისი თქმით, ბრალეულად მოქმედებს თუ

არა თავდამსხმელი, ამის დადგენა თავდასხმის მომენტში შეუძლებელია და ბრალს

სასამართლო ადგენს. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფი ყველა

შემთხვევაში თავს იცავს სხვისი უმართლობისგან.11 ასე, რომ აუცილებელი მოგერიების

მართლზომიერებისთვის საკმარის საფუძველს წარმოადგენს თავდამსხმელის მიერ

ჩადენილი უმართლობა და აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფ ადამიანს

არ ევალება იმის განსაზღვრა და შეფასება, თავდამსხმელი კონკრეტულ სიტუაციაში

ბრალეულად მოქმედებს თუ არა. თავდამსხმელი შეიძლება იყოს შეურაცხი ადამიანიც,

რომლის მოგერიებაც დასაშვებია.

აუცილებელი მოგერიებისას ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი, რათა მოქალაქეს

აუცილებელი მოგრიების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა წარმოეშვას და მან

მართლზომიერების პირობებში იმოქმედოს. ო. გამყრელიძის აზრით, აუცილებელი

მოგერიების უფლება მხოლოდ მაშინ წარმოიშობა, თუ ხელყოფა ამწუთიერია, ესე იგი

ეს-ესაა იწყება. ამ მდგომარეობის ნათელსაყოფად მას მოჰყავს ყაჩაღობის შემთხვევა.

ის მიიჩნევს, რომ თუ ყაჩაღი მსხვერპლს რევოლვერს მიუშვერს და ნივთის გადაცემას

მოსთხოვს თავდასხმა იმწუთიერია და მაშინვე წარმოშობს მოგერიების უფლებას. ის

ასევე ამბობს, რომ აუცილებელი მოგერიების უფლებას, ყაჩაღობისგან განსხვავებით,

არ წარმოშობს გამოძალვა (სსკ-ის 181-ე მუხლი), სადაც მუქარა არის, მაგრამ არა

იმწუთიერი. გამოძალვისას მუქარა არსებობს, მაგრამ იმ წუთში არ არის

10

მ. ტურავა, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მე-9 გამოცემა, თბ., 2013, გვ. 175 11

ო. გამყრელიძე, სისხლის სამართლის პრობლემები, მე-3 ტომი, გამომცემლობა "იურისტების

სამყარო", თბ., 2015, გვ. 297

Page 15: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

15

მოსალოდნელი მუქარის აღსრულება და აქედან გამომდინარე, ქონების გადაცემის

მოთხოვნა მომთხოვნის დაზიანებას ვერ გაამართლებს.12 აუცილებელი მოგერიებისას

ხელყოფის იმწუთიერობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას თ. შავგულიძეც.

მისი თქმით, ხელყოფის იმწუთიერობა აუცილებელი მოგერიების ცნების ბუნებიდან

გამომდინარეობს, რადგან ზიანის მიყენება ხელმყოფელისათვის მართლწესრიგის

ინტერესებს მხოლოდ იმ პირობით შეესაბამება, თუ საზოგადოებრივად საშიში

ხელყოფა იმ წუთას ხდება.13

მ. ტურავაც იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ხელყოფის იმწუთიერობა არსებითად

მნიშვნელოვანია აუცილებელი მოგერიებისას და ამბობს, რომ ე.წ პრევენციული

აუცილებელი მოგერიება არ არის ნებადართული, რადგან ხელყოფა არ არის

იმწუთიერი. ასევე აღნიშნავს, რომ იმწუთიერი არ არის დამთავრებული ხელყოფა. ის

სადავოდ მიიჩნევს დამთავრებულია თუ არა ხელყოფა და შესაბამისად, არსებობს თუ

არა აუცილებელი მოგერიების უფლება დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის

შესრულების შემდეგ. მ. ტურავა, ო. გამყრელიძის მსგავსად, ხელყოფის იმწუთიერობის

გადმოსაცემად იშველიებს თავდასხმას ყაჩაღობის მიზნით და მიუთითებს, რომ

მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა გრძელდება და აუცილებელი მოგერიების უფლება

არსებობს მანამ, სანამ მიუხედავად დანაშაულის იურიდიული დამთავრებისა,

სამართლებრივი სიკეთის დაზიანება ჯერ კიდევ შეიძლება გაღრმავდეს. 14 ამრიგად,

არსებობს შემთხვევბი, როდესაც დანაშაულის იურიდიული და ფაქტობრივი

დამთავრების მომენტი ერთმანეთს არ ემთხვევა და აუცილებელი მოგერიების

სამართლებრივი ინსტიტუტის შინაარსობრივი კუთხიდან გამომდინარე, ხელმყოფის

მოგერიების უფლება დანაშაულის რეალურად დასრულებამდე არსებობს.

აუცილებელი მოგერიება მაშინ წარმოადგენს გამართლების საფუძველს,

როდესაც მოგერიება არსებული უშუალო საფრთხის პასუხია. მუქარა შეიძლება იყოს

ვერბალური, იმ დროის განმავლობაში, რაც საჭიროა იმისათვის, რომ მსხვერპლს

12

ო. გამყრელიძე, სისხლის სამართლის პრობლემები, მე-3 ტომი, გამომცემლობა "იურისტების

სამყარო", თბ., 2015, გვ. 298 13

თ. შავგულიძე, ლ. სურგულაძე, საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხველი გარემოებანი

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, გამომცემლობა "მერიდიანი", თბ., 1988, გვ. 73 14

მ. ტურავა, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მე-9 გამოცემა, თბ., 2013, გვ. 176

Page 16: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

16

გაუჩნდეს ზიანის მიყენების შიში. აგრესიული და შეტევითი შინაარსის მქონე სიტყვები

კონკრეტული ზიანის მიყენების საშიშორების გარეშე, არ გამოდგება აუცილებელი

მოგერიების უფლებით სარგებლობის მართებულად მისაჩნევად. უფრო მეტიც,

თავდაცვითი საშუალების გამოყენება არ ექვემდებარება გამართლებას მაშინ,

როდესაც საფრთხე უკვე აღარ არსებობდა. მაგალითად, თუ აგრესორი იერიშს მიიტანს

მსხვერპლზე, მაგრამ შემდეგ შეწყვეტს თავდასხმას და მიუთითებს, რომ ძალადობის

არანაირი საფრთხე აღარ არის, მაშინ საფრთხის შემცველი ვითარება

დასრულებულია. ასეთ დროს, მსხვერპლის მიერ გამოყენებული მოგერიებითი ძალა

თავდამსხმელის საწინააღმდეგოდ, აღარ იქნება აუცილებელი მოგერიების

მდგომარეობაში ჩადენილი ქმედება.15

ანგარიშგასაწევია ის მოსაზრება, რომლის თანახმადაც არ არის აუცილებელი,

რომ ჯერ მოქალაქე გახდეს თავდასხმის ობიექტი და სწორედ ამის შემდეგ, წარმოეშვას

მას აუცილებელი მოგერიების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.

მოახლოებული თავდასხმის საშიშროება, რომელიც გარდაუვალობის ელემენტის

მატარებელია ხშირად წარმოშობს მომგერიებლის მიერ პირველი ნაბიჯის გადადგმის

გამართლების საფუძველს. თუმცა, აუცილებელია ამ საფრთხის საფუძვლიანობა და

რეალურობა. მაგალითად, თუ ჯონი მარკს მიმართავს ამ წინადადებით "ერთ დღეს,

მუშტს დაგარტყამ (გითავაზებ)" და ამ დროს მარკი დაუყოვნებლივ მუშტს დაარტყამს

სახეში ჯონს, ამ შემთხვევის აუცილებელი მოგერიების ვითარებით გამართლება

შეუძლებელი იქნება, რადგან ამ ეპიზოდში თვითონ მარკი მოქმედებდა როგორც

ნამდვილი თავდამსხმელი. მეორე მხრივ, თუ ჯონი მარკის მიმართულებით წავა

დასარტყამად მოღერებული მუშტით და დაუყვირებს, "ახლა, შენ მუშტს გითავაზებ!", ამ

დროს, მარკის მხრიდან ძალის გამოყენებით თავდაცვა შესაძლოა შეფასდეს როგორც

აუცილებელი მოგერიების ვითარებაში ჩადენილი ქმედება, რადგან ჯონი უდავოდ

მოქმედებდა, როგორც თავდამსხმელი.16

15

https://criminal.findlaw.com/criminal-law-basics/self-defense-overview.html, უკანასკნელად იქნა

გადამოწმებული - 27.05.2019. 16

https://www.upcounsel.com/lectl-self-defense-in-criminal-law-criminal-defense, უკანასკნელად იქნა

გადამოწმებული - 27.05.2019.

Page 17: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

17

ზოგადად, ადამიანს არ შეუძლია ამტკიცოს, რომ ის აუცილებელი მოგერიების

მდგომარეობაში მოქმედებდა, როდესაც დაპირისპირების წამქეზებელი თვითონ არის,

მაგრამ მიუხედავად ამისა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც. მაგალითად,

წარმოვიდგინოთ, რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთთან სიტყვიერი კამათი და

შეუთანხმებლობა აქვთ. ცოლი სილას გააწნავს ქმარს და ქმარი ამის საპასუხოდ,

ცოლის დანის გამოყენებით დაჭრას შეეცდება. ცოლი მას იარაღს წაართმევს და დანას

საკუთარი თავის დასაცავად გამოიყენებს. ამ ვითარებაში, ცოლს მაინც შეუძლია

წარმატებულად ამტკიცოს, რომ ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში

მოქმედებდა, იმისდა მიუხედავად, რომ მთლიანად უდანაშაულო არ იყო. რაც შეეხება

ქმარს, მას გაუჭირდებოდა აუცილებელი მოგერიების ვითარებაში მოქმედების

მართებულობის მტკიცება, რადგან მისი პასუხი ცოლის ქმედებაზე არაპროპორციული

იყო.17

შესაძლებელია გონივრული ძალის გამოყენება თავდასხმის თავიდან

ასაცილებლად, მაგრამ აუცილებელია, რომ ზიანის მიყენების საფრთხე იყოს

იმწუთიერი. მაგალითად, ორი ფეხბურთის გულშემატკივარი ერთმანეთთან კამათს

დაიწყებს სპორტულ ბარში. ერთი გულშემატკივარი მუშტს შეკრავს, მეორე კი

დაუყოვნებლივ დაარტყამს მას და ძირს გააგორებს. იმ გულშემატკივარს, რომელმაც

მოსალოდნელ რეალურ საფრთხეს უპასუხა საფუძვლიანად შეუძლია იმის მტკიცება,

რომ მისი მოქმედება აუცილებელი მოგერიების უფლებით სარგებლობა იყო, რადგან

მეორე გულშემატკივარი მას დარტყმას უპირებდა. ადამიანს კი ეძლევა იმის

შესაძლებლობა, რომ თავიდან აიცილოს საფრთხე, რომელსაც დროის მოკლე

მონაკვეთში გარდაუვალი სახე აქვს.18

ო. გამყრელიძე თავის ნაშრომში განიხილავს აუცილებელი მოგერიების

ვითარების არ არსებობის კონკრეტულ მომენტებს. მისი მოსაზრებით, აუცილებელი

მოგერიების უფლება აღარ გვაქვს მაშინ, როდესაც ხელყოფა წყდება. ის ფიქრობს,

რომ ხელყოფა წყდება მაშინ, როდესაც თავდამსხმელმა თავის დასახულ მიზანს

17

https://www.criminaldefenselawyer.com/resources/self-defense-laws.htm, უკანასკნელად იქნა

გადამოწმებული - 30.05.2019. 18

https://www.criminaldefenselawyer.com/resources/self-defense-laws.htm, უკანასკნელად იქნა

გადამოწმებული - 30.05.2019.

Page 18: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

18

მიაღწია და სამართლებრივი სიკეთე დააზიანა. მაგალითად, როდესაც თავდასხმა

ხდება მოკვლის მიზნით, ხელყოფა დასრულებულია მსხვერპლის სიკვდილისთანავე.

ის ასევე დასრულებულად მიიჩნევს ხელყოფას, როდესაც თავდამსხმელი ქონებას

დააზიანებს, თუ თავდამსხმელის მიზანიც სწორედ ეს იყო. შესაბამისად, იგი

მკვლელობის ან ქონების დაზიანების შემდეგ თავდამსხმელის მოკვლას ან მის

სხვაგვარ დაზიანებას ჩვეულებრივ დანაშაულად მოიხსენიებს. გამყრელიძის აზრით,

თავდასხმა შეწყვეტილია მაშინაც, როდესაც თავდამსხმელი გაჩერდება და აღარ

აგრძელებს თავდასხმას. ის მიუთითებს, რომ თავდასხმის შეწყვეტა შეიძლება

იძულებითაც, როდესაც თავდამსხმელი შეიპყრეს და მოქმედების გაგრძელების

საშუალება აღარ მისცეს ან სხვა რაიმე გარემოებით თავდასხმის შეჩერება მოხდა. ის

მიიჩნევს, რომ თავდასხმა წყდება მაშინაც, როდესაც იარაღით თავდასხმის დროს

მომგერიებელი თავდამსხმელს იარაღს წაართმევს, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ

იარაღის წართმევა ჯერ კიდევ არ ნიშნავს თავდასხმის დასრულებას.19

თ. შავგულიძის აზრით, იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც

თავდამსხმელს ზიანი ხელყოფის შეწყვეტის შემდეგ მიაყენა, იმისდა მიხედვით უნდა

განიხილებოდეს, თუ რა ბრალი ედება მომგერიებელს იმაში, რომ მან ხელყოფის

დამთავრების მომენტი ვერ შეამჩნია. მისი აზრით, თუ მომგერიებელმა არ იცოდა და

არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ხელყოფა უკვე დამთავრებულია, მაშინ

მომგერიებელს ბრალი არ მიუძღვის და შესაბამისად, არც არსებობს საფუძველი

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის, ხოლო თუ მომგერიებელი ვერ

ამჩნევს, რომ ხელყოფა დამთავრდა, მაგრამ მას შეეძლო და ვალდებულიც იყო, რომ

ხელყოფის დასრულების მომენტი შეემჩნია და შეცდომა არ დაეშვა, მაშინ იგი პასუხს

აგებს ზიანის გაუფრთხილებელი მიყენებისათვის. მისი შეხედულებით, იმ შემთხვევაში

თუ სუბიექტმა იცის, რომ ხელყოფა შეწყდა და თავდამსხმელს მაინც ვნებას აყენებს

მაშინ მან პასუხი უნდა აგოს ზიანის განზრახ მიყენებისათვის.20 ამდენად,

აუცილებელი მოგერიების ვითარება სახეზე აღარ გვაქვს, როდესაც თავდამსხმელი

19

ო. გამყრელიძე, სისხლის სამართლის პრობლემები, მე-3 ტომი, გამომცემლობა "იურისტების

სამყარო", თბ., 2015, გვ. 299 20

თ. შავგულიძე, ლ. სურგულაძე, საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხველი გარემოებანი

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, გამომცემლობა "მერიდიანი", თბ., 1988, გვ. 84

Page 19: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

19

თავის მიზანს მიაღწევს და კონკრეტულ სამართლებრივ სიკეთეს დააზიანებს. ასევე

თავდამსხმელის დაზიანება არ შეიძლება მაშინ, როდესაც მისი მხრიდან

განხორციელებული თავდასხმა გარკვეული მიზეზით აღიკვეთება და მისგან

დამატებითი საფრთხე აღარ მომდინარეობს. აუცილებელი მოგერიების უფლების

გამოყენების ერთ-ერთ მთავარ ამოსავალ წერტილს მართლსაწინააღმდეგო

თავდასხმის იმწუთიერობა წარმოადგენს.

კანონი ცალსახად მოითხოვს, რომ აუცილებელი მოგერიების უფლებით

სარგებლობისას თავდამსხმელის მხრიდან ადგილი უნდა ჰქონდეს

მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას. ი. დვალიძე სწორად აღნიშნავს, რომ

აუცილებელი მოგერიებისას საფრთხის წყაროდ ყოველთვის ადამიანი გვევლინება,

რადგან სამართლებრივად მხოლოდ ადამიანის ქცევა შეიძლება შეფასდეს.

ბუნებრივია, რომ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფაც მხოლოდ ადამიანმა შეიძლება

განახორციელოს. მისი აზრით, აუცილებელი მოგერიებისას ზიანი საფრთხის წყაროს

უნდა მიადგეს ანუ ისეთი სამართლებრივი სიკეთე უნდა დაზიანდეს, რომელიც

მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის განმახორციელებელს უკავშირდება და ასეთ

სამართლებრივ სიკეთეებაად მოიხსენიებს სიცოცხელს, ჯანმრთელობას, საკუთრებას

და სხვ. 21 ხელყოფა, რომ მართლსაწინააღმდეგო უნდა იყოს თავის ნაშრომში

მიუთითებს მ. ტურავაც და ამბობს, რომ მართლწინააღმდეგობა ცივილიზებულ

სახელმწიფოთა კულტურის ნორმებით დადგენილი მართლწესრიგისადმი

წინააღმდეგობაში გამოიხატება. მისი აზრით, მართლწინააღმდეგობა უნდა იყოს

ობიექტური (რეალური) და არა მხოლოდ მომგერიებლის წარმოდგენაში არსებული

მოვლენა. ის მიუთითებს, რომ მართლწინააღმდეგობა თავის თავში გულისხმობს მის

ობიქტურ (რეალურ) ხასიათს, მაგრამ ან მნიშვნელოვანი დეტალის ხაზგასმა მიზნად

ისახავს აუცილებელი მოგერიების ე.წ. მოჩვენებითი აუცილებელი მოგერიებისგან

გამიჯვნას. 22 მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისგან განსხვავებით, მართლზომიერი

თავდასხმა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას არ წარმოშობს. როდესაც

21

სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, ავტორთა კოლექტივი, გამომცემლობა "მერიდიანი", თბ., 2007,

გვ. 248 22

მ. ტურავა, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მე-9 გამოცემა, თბ., 2013, გვ. 176

Page 20: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

20

პოლიციელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს და კანონის ფარგლებში

აკავებს მოქალაქეს, ამ შემთხვევაში, მოქალაქეს აუცილებელი მოგერიების უფლება არ

აქვს და ის პოლიციელს უნდა დაემორჩილოს. ამდენად, აუცილებელი მოგერიების

უფლება მაშინ აქვს მოქალაქეს, როდესაც ის მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის

ობიექტია.

აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას

ხელყოფის რეალურობა და მისი ობიექტური ხასიათი წარმოადგენს. არსებობს

მომენტები, როდესაც მოქალაქეს ხელყოფა მართლსაწინააღმდეგო და რეალური

ჰგონია, მაგრამ რეალობაში ასეთ ხელყოფას ადგილი არ აქვს. თ. შავგულიძე მიიჩნევს,

რომ მოჩვენებითი მოგერიება მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც ადამიანი კონკრეტული

სამართლებრივი სიკეთის დასაცავად ზიანს აყენებს მის წარმოდგენაში არსებულ

თავდამსხმელს, რომელიც შეცდომით თავდამსხმელად ეჩვენება, თუმცა

საზოგადოებრივად საშიშ ხელყოფას ობიექტურად ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით,

მოჩვენებითი მოგერიების ვითარებაში ჩადენილ ქმედებას საზოგადოებრივი

საშიშროების შეგნება არ ახლავს და ქმედების განზრახულობა ყოველთვის

გამორიცხულია, რადგან საზოგადოებრივი საშიშროების შეგნება განზრახვის

აუცილებელი ელემენტია. ის ფიქრობს, რომ ქმედების საზოგადოებრივი საშიშორების

შეგნების უქონლობა მოჩვენებითი მოგერიების დროს განპირობებულია ფაქტობრივი

შეცდომით. მისი მოსაზრებით, მომგერიებლის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც

რეალურად მოჩვენებით თავდასხმას იგერიებს, იმისდა მიხედვით უნდა გადაწყდეს, თუ

რა ბრალი მიუძღვის მას შექმნილი ვითარების მცდარად შეფასებაში. მას მოჩვენებითი

მოგერიების ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს შემდეგი შემთხვევა: საღამოს, როდესაც

უკვე ბნელოდა, დ-ნის ეზოში უცნობი ადამიანი შევიდა და ცდილობდა დ-ნის ძაღლის

დაჭერას. შეკითხვაზე თუ ვინ იყო და რას აკეთებდა იმ დროს, მის ეზოში პასუხს არ

სცემდა უცნობი მამაკაცი. შეშინებული დ-ნი სახლში შევიდა და სუფრის დანა გამოიტანა.

ამ დროისთვის, უცნობს ძაღლი უკვე დაეჭირა. დ-ნმა იფიქრა, ბოროტმოქმედი თავდს

დამესხა, ჯერ ძაღლს დამიხრჩობს და მერე გამძარცვავსო და თავდაცვის მიზნით

უცნობს დანა დაარტყა და მძიმე დაზიანება მიაყენა. როგორც შემდეგ გაირკვა,

Page 21: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

21

დაზარალებული უცნობი დ-ნის ეზოში ძარცვის მიზნით კი არ შეჭრილა, არამედ

მთვრალი ყოფილა და ეზოში შემთხვევით შეხეტიალებულა. სასამართლომ დ-ნის

ქმედება მოჩვენებით მოგერიებად მიიჩნია და მას მსჯავრი დაედო სხეულის

გაუფრთხილებლობითი დაზიანებისათვის.23

მოჩვენებითი მოგერიების მდგომარეობასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას

აფიქსირებს ო. გამყრელიძეც, რომელიც მიიჩნევს, რომ ასეთი შემთხვევა შეცდომის

პრინციპის მიხედვით უნდა გადაწყდეს. მისი აზრით, თუ მოჩვენებითი მოგერიების

მდგომარეობაში მყოფს შეცდომა არ ეპატიება, მან პასუხი უნდა აგოს

გაუფრთხილებლობისათვის. 24 მ. ტურავას აზრით, შეცდომა მართლწინააღმდეგობის

გამომრიცხველ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომელიც ცნობილია ე.წ.

მოჩვენებითი (პუტატიური) მოგერიების სახელწოდებით, ისევე როგორც შეცდომა

ხელყოფის იმწუთიერობასთან დაკავშირებით, რომელიც ცნობილია ე.წ ექსტენსიური

აუცილებელი მოგერიების ექსცესის სახელით, შესაძლებელია, გახდეს ბრალის ეტაპზე

ბრალის გამომრიცხველი საპატიებელი გარემოება. 25 აქედან გამომდინარე, თუ არ

არსებობს მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის რეალურობა და ის განპირობებული არ

არის ობიექტური ხასიათით, მაშინ აუცილებელი მოგერიების ვითარება არ

წარმოიშვება. მხოლოდ ადამიანის ცნობიერებაში არსებული მოვლენა, რომელსაც ის

კონკრეტული ვითარების მცადარად შეფასების ფონზე რეალურად და

მართლასაწინააღმდეგოდ მიიჩნევს და მის წარმოდგენაში არსებულ თავდამსხმელს

დააზიანებს, ეს იქნება მოჩვენებითი (პუტატიური) მოგერიება, რომელიც თუ საპატიებელ

შეცდომასთან არ გვაქვს საქმე, წარმოშობს სისხლისსამართლებრივ

პასუხისმგებლობის საფუძველს, გაუფრთხილებლობითი ქმედებისათვის.

მ. ტურავა თავის ნაშრომში წერს, რომ აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშანი,

უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება, გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს

აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის

23

თ. შავგულიძე, ლ. სურგულაძე, საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხველი გარემოებანი

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, გამომცემლობა "მერიდიანი", თბ., 1988, გვ. 88-90 24

ო. გამყრელიძე, სისხლის სამართლის პრობლემები, მე-3 ტომი, გამომცემლობა "იურისტების

სამყარო", თბ., 2015, გვ. 297 25

მ. ტურავა, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მე-9 გამოცემა, თბ., 2013, გვ. 178

Page 22: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

22

მოგერიებისათვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვით საშუალებას. ის

ასევე აღნიშნავს, რომ მართალია აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს

სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის არსებობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ

არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა შორის აშკარა შეუსაბამობის დროს.

მისი აზრით, არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ

შემთხვევაში, როდესაც აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება

შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით. ის მიიჩნევს, რომ არის თუ არა

უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება ხელყოფის მოგერიებისათვის

გათვალისწინებული აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, უნდა განისაზღვროს ორი

კრიტერიუმით: ერთი მხრივ, დაცვის საშუალება უნდა იყოს მოწოდებული, რაც

გულისხმობს, რომ ხელყოფა მყისიერად და შეძლებისდაგვარად, საბოლოოდ უნდა

აღკვეთოს ან მინიმუმ შეასუსტოს. მეორე მხრივ, თავდამცველი უფლებამოსილია,

აირჩიოს დაცვის ეფექტური საშუალება, ე.ი. მას შეუძლია მისთვის საიმედო ყველაზე

ნაკლებად საშიში საშუალება გამოიყენოს.

ტურავა ასევე წერს, რომ ნაკლებად საშიში დაცვის საშუალებით მოგერიების

ეფექტურობასთან დაკავშირებით ობიექტური ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში

ნებადართულია უფრო მკაცრი საშუალების გამოყენება. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ

ხელყოფის მომგერიებელს არავითარ შემთხვევაში არ ევალება რისკზე წასვლა თავისი

ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის მართლზომიერი დაცვის დროს. 26 არის

შეხედულება, რომლის თანახმადაც გამართლდება პირი, რომელიც მოქმედებს

დაუყოვნებლივ და გარემოების შესაბამისად.27 ამდენად, მომგერიებელმა თუ შექმნილი

ვითარება მას ამის შესაძლებლობას აძლევს, შედარებით ნაკლებად სახიფათო

საშუალება გამოიყენოს ხელმყოფის მოსაგერიებლად, მაგრამ თუ არსებობს საკმარისი

საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ მომგერიებელი თავდამსხმელთან მცირე

ძალებით შედეგს ვერ მიაღწევს და მისი თავდასხმის აღკვეთას ვერ შეძლებს,

კანონმდებელი მას უფლებას აძლევს, რომ კანონით დაცული თავისი ან სხვისი

26

მ. ტურავა, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მე-9 გამოცემა, თბ., 2013, გვ. 177 27

ჟ. პრადელი, შედარებითი სისხლის სამართალი, 1999, გვ. 213

Page 23: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

23

სამართლებრივი სიკეთის დასაცავად და გადასარჩენად შედარებით უფრო მკაცრ

ზომებს მიმართოს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აუცილებელი მოგერიების სუბიექტთა წრე

დანაშაულის სუბიექტების წრით არ იზღუდება. აუცილებელი მოგერიების სუბიექტად

შეიძლება ყველა ადამიანი იყოს. მას მხოლოდ ერთი პირობა აქვს, საერთოდ

სამართლის სუბიექტი იყოს და ჰქონდეს უნარი რეალურად განახორციელოს

აუცილებელი მოგერიების უფლება.28 ქართულ სისხლის სამართალში გაბატონებული

შეხედულებით, მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებათა დამაფუძნებელ

ნიშანს ქმედების მიზანი წარმოადგენს. 29 მ. ტურავა თავის ნაშრომში ამბობს, რომ

აუცილებელი მოგერიების ორი ნიშნის უკიდურესი მდგომარეობისა და უკიდურესობით

გამოწვეული მოქმედების შემდეგ, მესამე ეტაპად უნდა დადგინდეს აუცილებელი

მოგერიების სუბიექტური ელემენტის არსებობა, კერძოდ, მომგერიებლის მიერ

აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის დამაფუძნებელი გარემოებების ცოდნა და

თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილი. ის გამოყოფს

აუცილებელი მოგერიების სუბიექტურ მხარესთან დაკავშირებით არსებულ 3

შეხედულებას: პირველი შეხედულება მნიშვნელოვნად და აუცილებლად არ მიიჩნევს

გამართლების სუბიექტური ელემენტის არსებობას. მეორე პოზიცია საკმარისად

მიიჩნევნს აუცილებელი მოგერიების სიტუაციის მხოლოდ ცოდნას, ხოლო მესამე

პოზიცია, რომელიც გაბატონებულ შეხედულებად არის მიჩნეული, პრინციპულად

მოითხოვს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების სუბიექტური

ელემენტის ორივე კომპონენტის (ცოდნა და ნებელობა) ერთდროულად არსებობას.

აუცილებელი მოგერიების ობიექტური მდგომარეობის ცოდნა კი წარმოადგენს

თავდაცვის სურვილის წინაპირობას.30

მ. ტურავა მიიჩნევს, რომ კანონმდებლის პოზიციიდან გამომდინარე,

აუცილებელი მოგერიების ორი სახე: აუცილებელი თვითდაცვა და აუცილებელი

დახმარება თითქმის არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან, გარდა სწორედ

28

თ. შავგულიძე, ლ. სურგულაძე, საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხველი გარემოებანი

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, გამომცემლობა "მერიდიანი", თბ., 1988, გვ. 94 29

გ. ნაჭყებია, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო, თბ., 2011, გვ. 295 30

მ. ტურავა, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მე-9 გამოცემა, თბ., 2013, გვ. 179

Page 24: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

24

სუბიექტური ელემენტის შინაარსისა. იგი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის

დოგმატიკაში განვითარდა ე.წ. "თავდაცვის ორმაგი ნების" თეორია, რომლის

შინაარსიც მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებელი მოგერიების დროს, თუ იგი

ხორციელდება აუცილებელი დახმარების ფორმით, ხელყოფის უშუალო

მომგერიებელს უნდა ჰქონდეს სხვა პირის დაცვის სურვილი და იგი იმავდროულად არ

უნდა მოქმედებდეს იმ სხვა პირის ნების საწინააღმდეგოდ, რომელსაც უშუალოდ ეხება

ხელყოფა. მისი აზრით, ამ დროს, საკმარისია იმ პირის სავარაუდო თანხმობის

არსებობა, რომელიც თავდასხმის სამიზნეა და აღარ არის აუცილებელი, დახმარების

სურვილი სიტყვით ან მოქმედებით იყოს გამოხატული. ტურავას შეხედულებით,

აუცილებელი მოგერიების ორი კომპონენტის, ობიექტურისა და სუბიექტურის

ერთობლიობას აქვს თავისი სამართლებრივი შედეგები. ის ფიქრობს, აუცილებელი

მოგერიების დროს ობიექტურად უნდა არსებობდეს ხელყოფა და სუბიექტურად

მომგერიებელს უნდა ჰქონდეს ხელყოფისგან თავდაცვის მიზანი.31

აუცილებელი მოგერიების სუბიექტურ მხარესთან დაკავშირებით, თავის

შეხედულებას აფიქსირებს თ. შავგულიძე. მართალია შავგულიძე, როდესაც ამბობს,

რომ საზოგადოებრივად საშიში ხელყოფის მოგერიება მართლზომიერი მაშინ არის,

თუ მომგერიებელს სამართლით დაცული კონკრეტული ობიექტის გადარჩენის მიზანი

ამოძრავებს. ზიანის მიყენება ასეთი მიზნის გარეშე, თუნდაც ეს ობიექტურად

სამართლებრივი ინტერესების დაცვას ემსახურებოდეს, არამართლზომიერი იქნება. ის

თვლის, რომ აუცილებელი მოგერიების ვითარებისათვის ობიექტურ მომენტთან

ერთად აუცილებელია, სუბიექტური მომენტიც, რომელიც მომგერიებლის ქმედებას

უნდა ახასიათებდეს, რაც სამართლებრივი ინტერესის დაცვისადმი მისწრაფებაში

გამოიხატება. ამდენად, თ. შავგულიძე ფიქრობს, რომ აუცილებელი მოგერებისას

სუბიექტური მხარე ვლინდება კონკრეტული სამართლებრივი სიკეთის დაცვის

მიზანში.32 ი. დვალიძე თავის ნაშრომში წერს, რომ მიზანი არის ადამიანის შეფასებითი

მსჯელობის შედეგად ჩამოყალიბებული მისაღწევი აზრობრივი, იდეალური შედეგი,

31

იქვე, გვ. 179 32

თ. შავგულიძე, ლ. სურგულაძე, საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხველი გარემოებანი

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, გამომცემლობა "მერიდიანი", თბ., 1988, გვ. 102

Page 25: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

25

რომელმაც მოტივის დაკმაყოფილება უნდა გამოიწვიოს. ის ასევე აღნიშნავს, რომ

მოტივი და მიზანი არავითარ შემთხვევაში არ წარმოიშობა თუ არსებულ სიტუაციასთან

ერთად პიროვნებას შესაბამისი სუბიექტური შესაძლებლობები, უნარები არ გააჩნია.

მისი აზრით, ამ უკანასკნელთა გარეშე შეიძლება ვისაუბროთ პიროვნების არარეალურ

მისწრაფებებზე, სურვილებზე და არა მოტივსა და მიზანზე.33

შესაბამისად, ი. ხერხეულიძე თავის ნაშრომში სწორად ეთანხმება იმ

მოსაზრებას, რომ აუცილებელი მოგერიების სუბიექტური მხარე ხასიათდება

კონკრეტული სამართლებრივი ინტერესის ან სიკეთის დაცვის მიზნით და სხვა რაიმე

დამატებითი მოთხოვნის წამოყენება ზედმეტია. მისი აზრით, არანაირი მნიშვნელობის

მატარებელი არ არის მოტივი აუცილებელი მოგერიებისას, რადგან აუცილებელი

მოგერიების უფლებით სარგებლობისას ძირითადი დასაყრდენი არის მიზანი,

რომელიც სამართლებრივი სიკეთის დაცვას გულისხმობს. 34 აქედან გამოდინარე,

მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის

მომგერიებელს აუცილებელი მოგერიების უფლებით სარგებლობისას ამოძრავებდეს

კანონით დაცული სამართლებრივი ინტერესისა და სიკეთის დაცვის სურვილი.

წინააღმდეგ შემთხვევაში ის პირობები, რაც აუცილებელი მოგერიების ინსტიტუტს უნდა

ახასიათებდეს სახეზე არ გვექნება და შესაბამისად, გამოირიცხება მომგერიებლის

გამართლების საფუძველი.

მ. ტურავას იმ მოსაზრების ნათელსაყოფად, რომ აუცილებელი მოერიებისას

თავდაცვის მიზნის არსებობა აუცილებელია, მოჰყავს მაგალითი, რომლის თანახმადაც,

ა-ს მოკვლის განზრახვით მიუახლოვდა ბ. ამის შესახებ ა-მ არ იცოდა და ბ-ს

ხულიგნური ქვენაგრძობით მოკლავს. მისი თქმით, ამ მომენტში სახეზე გვაქვს

თავდასხმის მოგერიება, მაგრამ სუბიექტურად ა-ს არ ჰქონდა თავდაცვის მიზანი.

ამიტომ, ეს შემთხვევა, მისი აზრით, არა აუცილებელ მოგერიებას, არამედ განზრახ

მკვლელობას წარმოადგენს ხულიგნური ქვენაგრძნობით, რადგან სახეზე არ არის

აუცილებელი მოგერიების ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რასაც თავდაცვის მიზანი

33

ი. დვალიძე, მოტივისა და მიზნის ზეგავლენა ქმედების კვალიფიკაციასა და სისხლისსამართლებრივ

პასუხისმგებლობაზე, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2008, გვ. 30 34

ი. ხერხეულიძე, აუცილებელი მოგერიება ქართულსა და საერთო (ანგლო-საქსური ტიპის)

სამართალში, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2008, გვ. 75

Page 26: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

26

ეწოდება. ტურავა მიიჩნევს, რომ აუცილებელი მოგერიების დროს სუბიექტური

ელემენტის არსებობის გარეშე, არ არსებობს მართლზომიერება და ამბობს, რომ იმ

შემთხვევაში, როდესაც პირს სუბიექტურად არ აქვს შეცნობილი აუცილებელი

მოგერიების ვითარების არსებობა, იგი დაისჯება დამთავრებული დანაშაულისათვის.35

გასაზიარებელია ტურავას დამოკიდებულება საკითხისადმი, როდესაც ის ამბობს, რომ

თუ მომგერიებელს მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისგან თავდაცვის მიზანი არ

გააჩნია, აუცილებელი მოგერიების მართლზომიერება გამოირიცხება. აუცილებელი

მოგერიება კონკრეტული სამართლებრივი სიკეთის მართლსაწინააღმდეგო

თავდასხმისგან დაცვის მიზნის არსებობის გარეშე მომგერიებლის გამართლების და

შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების

საფუძვლად ვერ გამოდგება.

მ. ტურავა თავის ნაშრომში აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების

პირობებს შემდეგნაირად აყალიბებს:

1. ხელყოფის მართლწინააღმდეგობა. ხელყოფა უნდა იყოს სამართლებრივ

სიკეთეზე რეალურად (ობიექტურად) განხორციელებული თავდასხმა და არა

მხოლოდ მომგერიებლის წარმოდგენაში არსებული მოჩვენება ( ტურავა

აღნიშნავს, რომ ამით შეგნებულად ხდება იმის ხაზგასმა, რომ აუცილებელი

მოგერიების დროს სამართლებრივ სიკეთეზე თავდასხმის რეალურობის

დადგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება);

2. ხელყოფის იმწუთიერობა. ხელყოფა არ უნდა იყოს არც უკვე მომხდარ

თავდასხმაზე შურისძიება და არც მომავალში მოსალოდნელი თავდასხმის

წინასწარი პრევენცია;

3. ხელყოფის სოციალური რელევანტურობა და მისგან დაცვის თანაზომიერება.

ტურავას შეხედულებით, იმისათვის, რომ წარმოიშვას აუცილებელი მოგერიების

უფლება, აუცილებელია ხელყოფა არ იყოს უმნიშვნელო სამართლებრივი

ზიანის გამომწვევი (მას უმნიშვნელო ზიანის მაგალითად მოჰყავს, ხეხილის

35

მ. ტურავა, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მე-9 გამოცემა, თბ., 2013, გვ. 180

Page 27: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

27

ბაღში ვაშლის ან ბოსტანში კიტრის მოპარვა) და დაცვა უნდა იქნეს

თანაზომიერი პრინციპით განხორციელებული;

4. სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზანი. ხელყოფა უნდა იყოს სუბიექტურად

სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული და არ არის

საკმარისი მისი მხოლოდ შემთხვევით რეალურად გადარჩენა.36

თუ ხელყოფის ობიექტის ღირებულება უმნიშვნელოა, თავდამსხმელის მოკვლა

არ განიხილება აუცილებელი მოგერიების მართლზომიერ აქტად, თუნდაც სხვა

საშუალებით ამ ობიექტის დაცვა შეუძლებელი იყოს. ის მიიჩნევს, რომ ასეთი შემთხვევა

უნდა დაკვალიფიცირდეს 108-ე ან 109-ე მუხლით (განზრახი მკვლელობა ან განზრახი

მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში). 37 აუცილებელი მოგერიებისას

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მართლზომიერების პირობების დაცვა. ამ პირობების

უგულვებელყოფისას სახეზე არ გვაქვს აუცილებელი მოგერიება და შესაბამისად, არ

არსებობს კანონმდებლის მიერ ხელყოფის მომგერიებლის გამართლების

საფუძველიც. აქედან გამომდინარე, თუ მომგერიებელი არ აკმაყოფილებს

აუცილებელი მოგერიების ყველა პირობას, მისი ქმედება უკვე მართლსაწინააღმდეგო

ხდება და კანონმდებელს არაფრად აღარ უღირს მისი სისხლისსამართლებრივი

პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.

არსებობს შემთხვევები, როდესაც აუცილებელი მოგერიების უფლება იზღუდება

სოციალურ-ეთიკური საფუძვლებით, რაც გამოიხატება მომგერიებლის მიერ

მოქმედების არეალის შემცირებაში. ეს საკითხი თავის ნაშრომში შესაბამის

გერმანულენოვან ლიტერატურაზე მითითებით განხილული აქვს მ. ტურავას, რომელიც

აღნიშნავს, რომ ავტორებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ სოციალურ-ეთიკურ

შეზღუდვებთან დაკავშირებით, მაგრამ მთლიანობაში შეიძლება გამოიყოს ხუთი ჯგუფი,

რომელიც შინაარსობრივად შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული:

1. უმნიშვნელო ხელყოფა, ისევე როგორც თავდაცვისა და თავდასხმის ხასიათისა

და საშიშროების აშკარა ურთიერთშეუსაბამობა, მაქსიმალურად ზღუდავს ან

36

იქვე, გვ. 181 37

ზ. წულაია, დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, გამომცემლობა "ინტელექტი", თბ., 2000, გვ. 64

Page 28: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

28

საერთოდ გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების უფლებას. ამ დროს

ხელყოფა უნდა იქნეს მოთმენილი ან პატარა ხელყოფაზე უმნიშვნელოდ,

სამართლებრივი სიკეთის არსებითი დაზიანების გარეშე, რეაგირებული;

2. არაბრალუნარიანი, შეურაცხადი, პირის მხრიდან ხელყოფის დროს

აუცილებელი მოგერიების უფლება შეზღუდულია. პირი ასეთ თავდასხმას

შეძლებისდაგვარად შეგნებულად უნდა განერიდოს. ამასთან, ხელმყოფის

მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად მეტი დეფენზიური

(თავდაცვითი), ვიდრე აგრესიული (ზიანის მიმყენებელი) მოქმედებები. ამ

ჯგუფში მოიაზრება ბავშვის, ფსიქიკურად ავადმყოფის ან მთვრალი ადამიანის

მოქმედება, რომელიც არის შეურაცხად ან შეზღუდული შერაცხადობის

მდგომარეობაში. აქვე შეიძლება განიხილებოდეს ე.წ. იძულებითი უკიდურესი

აუცილებლობის შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს არა

მართლწინააღმდეგობის, არამედ ბრალის გამომრიცხველ საპატიებელ

გარემოებას. ტურავას თქმით, ვენის უნივერსიტეტის პროფესორი ჰამლეტ ფუქსი

თავის სახელმძღვანელოში სწორად მიუთითებს იმის შესახებ, რომ ალკოჰოლის

ან ნარკოტიკის ზეგავლენის ქვეშ მყოფი პირის მიმართ, მისი მხრიდან

ხელყოფის განხორციელების შემთხვევაში, აუცილებელი მოგერიების უფლება

არ უნდა შეიზღუდოს. დასაბუთება არის ის, რომ ასეთი პირი კანონის

გასნაკუთრებული დაცვის ქვეშ არ იმყოფება, რადგან ის სჩადის სოციალურად

საზიანო ქმედებას.38

3. როდესაც ხელყოფა ხდება ახლო სოციალურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანის

მიერ, ოჯახურ და ახლობლურ სფეროში და ადგილი აქვს მსუბუქ დაზიანებებს,

აუცილებელი მოგერიების უფლება შეზღუდულია. ამ შემთხვევაშიც პირი

მოგერიებიას ახლობლისათვის ზიანის მიყენების გზით უნდა მოერიდოს და უნდა

მიმართოს უფრო თავდაცვით საშუალებებს. მ. ტურავას აზრით, ფუქსი ოჯახურ

წრეში აუცილებელი მოგერიების უფლების შეზღუდვას სამართლიანად არ

ეთანხმება და კითხულობს: რატომ არ უნდა ჰქონდეს ცოლს უფლება,

38

მ. ტურავა, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მე-9 გამოცემა, თბ., 2013, გვ. 189

Page 29: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

29

აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ჩვეულებრივად მოიგერიოს

მთვრალი მეუღლის მხირდან მომდინარე ხელყოფა, რომელიც მას ისეთ ცემას

უპირებს, რომ შესაძლებელია საავადმყოფოში გაამწესოს.

4. მ. ტურავას აღნიშნავს, რომ გაბატონებული შეხედულების მიხედვით,

აუცილებელი მოგერიების გამიზნული, ზოგ შემთხვევაში კი შეგნებული

პროვოკაცია არ იძლევა აუცილებელი მოგერიების უფლებას. საკმარისია, რომ

ასეთი პროვოკაცია გამოიხატოს სოციალურ-ეთიკურად დასაძრახ ქმედებაში

(მაგალითად, გინება, უწმაწური სიტყვებით მიმართვა და სხვა შემაწუხებელი

ასოციალური, ამორალური ქცევა) და სავალდებულო არ არის პროვოკატორის

მიერ თავდამსხმელის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით პროვოცირება, თუ

წინარე მოქმედება არ არის დასაძრახი, მაშინ არ არსებობს აუცილებელი

მოგერიების უფლების შეზღუდვის საფუძველიც.

5. აუცილებელი მოგერიების არაგამიზნული, მაგრამ სოციალურ-ეთიკურად

სხვაგვარად დასაძრახი პროვოკაციის დროს აუცილებელი მოგერიების

უფლება, გაბატონებული შეხედულებით, არსებობს მხოლოდ შეზღუდულად (ე.წ.

სამსაფეხურიანი თეორია). ამ თეორიის მიხედვით, პროვოკატორს პირველ

რიგში, მოეთხოვება ხელყოფის თავიდან აცილება ნებისმიერი ისეთი

შესაძლებელი საშუალებით, რომელიც ხელმყოფის სამართლებრივი სიკეთის

დაზიანებას არ გამოიწვევს. მეორე ეტაპზე თავდაცვითი მოქმედებების

განხორციელებით და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მის მიერ

პროვოცირებული თავდასხმის მოგერიება სამართლებრივი სიკეთის დაზიანების

გზით.39

აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ჩადენილ ქცევათა სოციალურ-

ეთიკურად დაწესებული შეზღუდვები, ამ შეზღუდვათა მიზნობრიობის თავლსაზრისით,

მაშინ მიიღება მხედველობაში, როდესაც განსაკუთრებული მიზეზებიდან გამომდინარე

განსაცდელში ჩავარდნილ პიროვნებას, მკაცრი საბრძოლო მოგერიების ნაცვლად,

39

იქვე, გვ. 190

Page 30: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

30

სხვაგვარი ქცევა (ხელყოფასთან შეგუება, გვერდზე გადგომა, პოლიციელის

გამოძახება, მხოლოდ წმინდა მოგერიებითი ქმედების განხორციელებით

შემოფარგვლა და ა.შ.) მოეთხოვება, კანონიერ ინტერესებზე უარის თქმის გარეშე,

ხოლო მართლწესრიგი ხელყოფის სასტიკად ჩახშობის გზით დაცვას არ საჭიროებს.40

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს

აუცილებელი მოგერიების უფლებით და საკუთარი ძალებით შეებრძოლოს

მართლსაწინააღმდეგო თავდამსხმელს, გარკვეულ მომენტებში შესაძლოა თავი

იჩინოს სოციალურ-ეთიკურმა შეზღუდვებმა. ამ დროს, მომგერიებელი აუცილებელი

მოგერიების უფლების სრული მოცულობით გამოყენებას მოკლებულია და უნდა

ეცადოს უფრო ნაკლებად საზიანო თავდაცვის საშუალება გამოიყენოს. თუმცა,

როგორც ზემოთ აღინიშნა, ზოგ შემთხვევაში, როდესაც სამართლებრივ სიკეთეს

ძალზე უმნიშვნელო ზიანი ადგება, შესაძლებელია აუცილებელი მოგერიების უფლება

საერთოდ გამოირიცხოს.

40

ი. ვესელსი, ვ. ბოილკე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, დანაშაული და მისი აგებულება,

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2010, გვ. 187-188

Page 31: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

31

2.2. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება

კანონმდებელი პირდაპირ უთითებს იმ მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ, რომ

აუცილებელი მოგერიებისას მომგერიებელმა არ უნდა გამოიყენოს თავდაცვის ისეთი

საშუალება, რომელიც აშკარა შეუსაბამობაში იქნება მართლსაწინააღმდეგო

ხელყოფის განმახორციელებლის მხრიდან მომდინარე საფრთხესთან და

საშიშროებასთან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის, მე-4

ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების ვითარებაში მყოფი ადამიანი გარკვეულ

ჩარჩოებში და შეზღუდვებშია მოქცეული, რათა მისი მოქმედება

არაკონტროლირებადი არ გახდეს. ამდენად, აუცილებელი მოგერიებისას არ უნდა

იყოს დარღვეული თავდაცვისა და თავდასხმის თანაფარდობა. ამ ორ მოვლენას

შორის გარკვეულ დონეზე დაცული უნდა იყოს ბალანსი, რათა არ წარმოიშვას

აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების საკითხი.

აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების ვითარებასთან პირდაპირ

კავშირშია აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშანი, რასაც უკიდურესობით

გამოწვეული მოქმედება ეწოდება. ამ თემასთან დაკავშირებით ზემოთ უკვე იყო

საუბარი, მაგრამ საჭიროა ამ საკითხთან კვლავ დაბრუნება. მ. ტურავა თავის ნაშრომში

აღნიშნავს, რომ თუ მომგერიებელი ხელყოფისგან თავდაცვის დროს თანაბრად

ეფექტური საშუალებებიდან აირჩევს არა შედარებით მსუბუქ, არამედ შეგნებულად

საშიშ საშუალებას, ასეთ შემთხვევაში არ არსებობს არჩეული დაცვის საშუალების

აუცილებლობა. მისი აზრით, ამ დროს, სსკ-ის 28-ე მუხლიდან გამომდინარე,

გამართლება არ იქნება შესაძლებელი. ის მიუთითებს, რომ ეს შემთხვევა ცნობილია

ე.წ. აუცილებელი მოგერიების "ინტენსიური ექსცესის" სახელწოდებით. ასეთ

შემთხვევაში, ტურავა თვლის, რომ მომგერიებელი ახდენს აუცილებელი მოგერიების

Page 32: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

32

"ინტენსივირებას", რაც აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებად უნდა

შეფასდეს.41

მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით,

აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით ჩადენილი ქმედება გვაძლევს

მკვლელობის პრივილეგიურ შემადგენლობას. მ. ტურავას განმარტებით, აქ

იგულისხმება შიშით, დაბნეულობით ან სხვა ანალოგიურ სიტუაციაში მოქმედება. ის

მიუთითებს, რომ ქართული სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, იგი ამცირებს

პასუხისმგებლობას, მაგრამ არ გამორიცხავს მას მართწლინააღმდეგობის ეტაპზე. 42

ამდენად, აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით ჩადენილი

მკვლელობა ბევრად მსუბუქად ისჯება, ვიდრე ჩვეულებრივი განზრახ მკვლელობა.

კანონმდებელი დანაშაულად თვლის აუცილებელი მოგერიების ფარგლებს

გადაცილებით ჩადნეილ მკვლელობას, მაგრამ მას პასუხისმგებლობის

შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს.

აუცილებელი მოგერიების უფლებით სარგებლობისას შესაძლებელია

საფრთხეში მყოფ სამართლებრივ სიკეთეზე უფრო მეტი ღირებულების მქონე

სამართლებრივი სიკეთე დაზიანდეს, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კანონდებელი

სამართლებრივ სიკეთეთა თანაფარდობას ზღვარდაუდებლად არ ტოვებს. ი. დვალიძე

მიიჩნევს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება მხოლოდ მაშინ

გვაქვს, თუ სამართლებრივი სიკეთის დასაცავად განხორციელებული ქმედება

არაუბრალოდ არ შეესაბამება ხელყოფის ხასიათსა და საშიშროებას, არამედ ასეთი

შეუსაბამობა უნდა იყოს აშკარა ხასიათის. მისი აზრით, ასეთი აშკარა შეუსაბამობის

არსებობა უნდა დადგინდეს კონკრეტული შემთხვევის ყოველი დეტალის

გათვალისწინებით. ის საყურადღებო და მნიშვნელოვან დეტალებად მოიხსენიებს

ხელმყოფისა და მომგერიებლის ასაკს, ფიზიკურ სიძლიერეს, სქესს, მათ რაოდენობას

და ა.შ.

დვალიძე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ასევე

მომგერიებლის პროფესიასაც და ამბობს, რომ პოლიციელს თავისი სასმახურეობრივი

41

მ. ტურავა, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მე-9 გამოცემა, თბ., 2013, გვ. 178 42

იქვე, გვ. 178

Page 33: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

33

მდგომარეობიდან გამომდინარე ევალება შედარებით მეტი რისკი გაწიოს სხვა

მოქალაქესთან შედარებით. მისი აზრით, მართებულადაა სისხლისსსამართლებრივ

ლიტერატურაში მითითებული, რომ მომგერიებელმა ყველაზე რბილი (დანდობადი)

თავდაცვის საშუალება უნდა აამოქმედოს, ე.ი. კონკრეტულმა პიროვნებამ, რომელიც

აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება სხვადასხვა საშუალებებიდან

სწორედ ის უნდა ამოარჩიოს, რომელსაც იგივე ეფექტის მიღწევა შეუძლია შედარებით

ნაკლები ზიანის თანხლებით. იგი მიიჩნევს, რომ იმ საკითხის გადასაწყვეტად, თუ

რომელი საშუალება რამდენად ეფექტურია (ქმედითია) ინტერესთა შელახვის მყისივე

დასრულებისა და საშიშროების საბოლოო განეიტრალების უზრუნველყოფისათვის,

ხელყოფის ინტენსივობა, მისი განმახორციელებელი პიროვნების საშიში ხასიათი და

ხელმისაწვდომი თავდაცვის საშუალებების გამოკვლევაა საჭირო.43

უსაფუძვლო ძალადობრივი პასუხი საფრთხისადმი ნაკლებად სავარაუდოა,

რომ აუცილებელი მოგერიების ვითარებით გამართლდეს. მაგალითად, თუ ალენი

ტედს ძლიერად დაარტყამს მუცელში და ამის საპასუხოდ, ტედი დანას ჩაარტყამს

თავში ალენს, ამ შემთხვევაში, რთული იქნება ტედის ქმედების გამართლება და მისი

აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქცევა. მეორე მხრივ, თუ ალენი დანას

ამოიღებს და დაარტყამს ტედს, ამ დროს, ტედს უკვე შეუძლია თქვას რომ მისი

სიცოცხლე საფრთხეში იყო და მას შეუძლია თავდამსხმელის მომაკვდინებელი ზომები

მიიღოს და ეს შესაძლოა სავსებით გამართლებულად ჩაითვალოს აუცილებელი

მოგერიების გამოვლინებად.44

ო. გამყრელიძე თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება

უნდა მიექცეს სიტყვა "აშკარას", როდესაც საუბარია აუცილებელი მოგერიებისას

თავდაცვის შეუსაბამობაზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან. მისი აზრით, ეს

შეუსაბამობა უნდა იყოს აშკარა, ესე იგი მკვეთრად გამოხატული. მხარდაჭერას

იმსახურებს გამყრელიძის პოზიცია და მართალია, როდესაც წერს, რომ "აშკარა

შეუსაბამობა" თავდაცვასა და თავდასხმას შორის ყოველთვის როდი ნიშნავს უიარაღო

43

სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, ავტორთა კოლექტივი, გამომცემლობა "მერიდიანი", თბ., 2007,

გვ. 251 44

https://www.upcounsel.com/lectl-self-defense-in-criminal-law-criminal-defense, უკანასკნელად იქნა

გადამოწმებული - 27.05.2019.

Page 34: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

34

თავდამსხმელის იარაღით მოგერიებას. ის ფიქრობს, რომ ასეთ დროს უნდა შეფასდეს

შექმნილი ვითარება და იმის მიხედვით გადაწყდეს, არის თუ არა აქ მოგერიების

გადაცილება. ასეთი ვითარების გადმოსაცემად მას მოჰყავს შემდეგი სიტუაცია:

მაგალითად, თავდამსხმელი ფიზიკურად აშკარად ძლიერია და შეუძლია მოახრჩოს

მომგერიებელი, ანდა ერთ კაცს რამდენიმე კაცი ესხმის თავს. მისი თქმით, ასეთ დროს

მომგერიებელს უფლება აქვს თავდაცვისა და თავდასხმის საშიშროების აშკარა

შეუსაბამობა იარაღის მეშვეობით გაათანაბროს და აქ მოგერიების გადაცილებას

ადგილი არ ექნება. ასეთი მდგომარეობის საილუსტრაციოდ ო. გამყრელიძეს

სასამართლო პრაქტიკიდან მოჰყავს შემდეგი მაგალითი:

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 2001 წლის 19 მარტის

განაჩენით გ.დ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე

მუხლით. ვ.დ-მ გ.დ წააქცია, წაქცეულს ზემოდან მოექცა და ცემდა. გ.დ ვ.დ-ს ვერ

იცილებდა და ამის გამო ფეხზე წამოდგომას ვერ ახერხებდა, რადგან საქმის

მასალებით თუ ვიმსჯელებთ, ვ.დ. მასზე გაცილებით ძლიერი იყო. თანაც, კამათისა და

ჩხუბის ინიციატივა ა-ს და ვ.დ.-სგან მოდიოდა, რომლებმაც გ.დ. ძალით ჩაიყვანეს

ეზოში და ჩხუბში ჩაითირეს. ასეთ პირობებში გ.დ-მ "ბაბოჩკა" დანით დაჭრა

თავდამსხმელი, რომელიც შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ო. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ განაჩენში ერთი სიტყვითაც არ არის ნათქვამი,

რატომ ჩათვალა სასამართლომ ეს ქმედება აუცილებელი მოგერიების გადამეტებით

ჩადენილ მკვლელობად და რატომ არ მოქმედებდა გ.დ. აუცილებელი მოგერიების

ფარგლებში. იგი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში გ.დ-ს მოქმედება აუცილებელი

მოგერიება იყო. 45 ამდენად, მომგერიებელი უთანასწორო ბრძოლაში ფიზიკური

დაპირისპირებისასაც შეიძლება აღმოჩნდეს, როდესაც თავდამსხმელი გაცილებით

უფრო ძლიერია და ამ დროს, მომგერიებელს ენიჭება უფლება არსებული ძალთა

შეუსაბამობა იარაღის გამოყენებით დააბალანსოს.

სასამართლოს მიერ ქმედების აუცილებელი მოგერიების გადამეტებით

ჩადენილი მკვლელობის დასაბუთების დაბალი ხარისხის საჩვენებლად, ო.

45

ო. გამყრელიძე, სისხლის სამართლის პრობლემები, მე-3 ტომი, გამომცემლობა "იურისტების

სამყარო", თბ., 2015, გვ. 304

Page 35: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

35

გაყრელიძეს, კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს სასამართლოს პრაქტიკიდან: დ.

მითაიშვილმა დ. ჭანტურიას ჯერ ჯოხით სცემა, შემდეგ კი დანით მსუბუქად დაჭრა

თავში. იმავე დღეს ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. დ. მითიაშვილმა დ. ჭანტურიას

ჯერ დედის მისამართით შეაგინა, მერე უბიდან რკინის მოგრძო საგანი ამოიღო და

მოუქნია; "დ. ჭანტურია აღმოჩნდა რეალური საფრთხის წინაშე. იმაში დარწმუნებულმა,

რომ დ. მათიაშვილი კვლავ მიაყენებდა სხეულის დაზიანებას, გახსნა დანა და

გადაამეტა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, ვინაიდან მისი მოქმედება არ

შეესაბამებოდა მასზე განხორციელებული თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებას."46 (ო.

გამყრელიძე მიუთითებს, რომ აღნიშნული სიტყვები მოტანილია საქართველოს

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის, 5

ნოემბრის განჩინებიდან)

ო. გამყრელიძე ამბობს, რომ არც განაჩენით და არც უზენაესი სასამართლოს

განჩინებით ერთი სიტყვითაც კი არ არის დასაბუთებული, თუ რით გამოიხატა დ.

ჭანტურიას მხრიდან მოგერიების გადამეტება და თავდაცვა, რატომ არ შეესაბამებოდა

მომგერიებელზე განხორციელებულ თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებას. მისი

თქმით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ დ. ჭანტურიას

მოელოდა სხეულის დაზიანება და მან კი თავდამსხმელი მოკლა. იგი სვამს რამდენიმე

მნიშველოვან პასუხგაუცემელ კითხვას. კერძოდ, როგორ უნდა მოქცეულიყო დ.

ჭანტურია, რომ თავდამსხმელი მოეგერიებინა, თუ დანა არ უნდა გამოეყენებინა, მაშინ

სხვა რა საშუალება უნდა გამოეყენებინა. გამყრელიძე იმასაც უსვამს ხაზს, რომ დ.

ჭანტურიას იმ მდგომარეობაში გაქცევა არ ევალებოდა. ის პრობლემატურ საკითხად

მიიჩნევს იმასაც, რომ დანის დარტყმის შემთხვევაში როგორ უნდა მოეზომა დ.

ჭანტურიას დარტყმის სიმძლავრე ისე, რომ თავდამსხმელის სიკვდილი არ

მოჰყოლოდა მას შედეგად. მისი აზრით, მოსამართლეებს სწორედ ამ მნიშვნელოვან

დეტალებზე უნდა გაემახვილებიანთ ყურადღება.47

46

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი სისხლის სამართლის საქმეებზე, 2002,

N12, გვ. 1954-1955 47

ო. გამყრელიძე, სისხლის სამართლის პრობლემები, მე-3 ტომი, გამომცემლობა "იურისტების

სამყარო", თბ., 2015, გვ. 304-305

Page 36: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

36

თ. შავგულიძის მოსაზრებით, აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება

საზოგადოებრივად საშიშ ქმედებას წარმოადგენს, რადგან მომგერიებელი

ხელმყოფელს ისეთ ზიანს აყენებს, რომელიც აშკარად აღემატება იმას, რაც ხიფათის

ასაცილებლად ნამდვილად აუცილებელი იყო. ის, რომ ზიანის მიყენება აუცილებელი

მოგერიების ფარგლებს გადამეტების დროსაც მიმართულია საზოგადოებრივად საშიში

ხელყოფის წინააღმდეგ და მომგერიებელი სამართლებრივი ინტერესების დაცვის

მიზნით მოქმედებს, მისი აზრით, ეს ამცირებს ამ ქმედების საზოგადოებრივი

საშიშროების ხარისხს. ის მიიჩნევს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს

გადაცილება არის სამართლებრივი ინტერესის დაცვა, მაგრამ ისე, რომ აუცილებელი

მოგერიების მართლზომიერების ერთ-ერთი პირობა, კერძოდ, მისი ფარგლები

დარღვეულია. მისი თქმით, აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება

მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როდესაც აუცილებელი მოგერიების

ვითარების ყველა პირობა არსებობს და ამასთნავე, მომგერიებელს არ დაურღვევია

დაცვის მართლზომიერების პირობები და დარღვეულია მხოლოდ მოგერიების

ფარგლები.

თ. შავგულიძე მიუთითებს, რომ თუ აუცილებელი მოგერიების ვითარების

პირობათაგანი არ არსებობს ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ აუცილებელი მოგერიების

ვითარება გამოირიცხება. შესაბამისად, ასეთ დროს, მისი თქმით, აუცილებელი

მოგერიების ფარგლებს გადაცილება ობიექტურად შეუძლებელია. მეორე მხრივ, ის

მიიჩნევს, რომ აუცილებელი მოგერიების დროს მისი ფარგლების გადამეტების

პოტენციური შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ მაშინაც დაცვის

მართლზომიერების ნებისმიერი პირობის დარღვევა აუცილებელი მოგერიების

ფარგლების დარღვევად არ უნდა შეფასდეს. მისი შეხედულებით, აუცილებელი

მოგერიების ფარგლების გადამატებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, როდესაც

მომგერიებელი დაცვის მიზნით არ მოქმედებს, ან ზიანი მესამე პირს ადგება და არა

საშიშროების უშუალო წყაროს.48

48

თ. შავგულიძე, ლ. სურგულაძე, საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხველი გარემოებანი

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, გამომცემლობა "მერიდიანი", თბ., 1988, გვ. 132-134

Page 37: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

37

ი. ხერხეულიძე თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ ქართულ სისხლის

სამართალში აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების კვლევის საგნად

ძირითადად გვევლინება: თავდასხმისა და თავდაცვის პროპორციულობა, ინტერესთა

თანაფარდობა, მოგერიებისას გამოყენებული ძალის საჭიროება და ინტენსივობა. ის

ამბობს, რომ საერთო სამართლის ქვეყნები არ იცნობენ "აუცილებელი მოგერიების

ფარგლებს გადაცილებას" და ამის ნაცვლად ისინი იყენებენ "არასრული აუცილებელი

მოგერიების" ინსტიტუტს, რომელიც განსხვავდება ჩვენთვის ტრადიციულად ნაცნობი

აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების ფენომენისგან. 49 ხელყოფის

ინტენსივობის საკითხთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. თ.

შავგულიძე მიუთითებს, რომ აუცილებელი მოგერიება ხელყოფისა და მოგერიების

ერთობლიობაა. ამიტომ, მისი აზრით, ხელყოფის ინტენსივობის საკითხი უნდა

წყდებოდეს არა თავისთავად, არამედ ხელმყოფელისა და მომგერიებლის ძალთა

რეალური თანაფარდობისა და იმ ობიექტის დაზიანების ფაქტობრივი საშიშროების

კვალობაზე, რომელიც უშუალოდ არის ხელყოფილი. მისი შემაჯამებელი პოზიცია ამ

საკითხთან ასეთია, რომ ხელყოფისა და მოგერიების ინტენსივობის თანაფარდობის

საკითხი უნდა წყდებოდეს, ერთი მხრივ, რეალური საშიშორების მიხედვით, რომელიც

კონკრეტული სამართლებრივი ინტერესისათვის შეიქმნა, ხოლო მეორე მხრივ, იმ

ზიანის ხარისხის მიხედვით, რომლის მიყენებაც აუცილებელია სამართლებრივი

ინტერესის გადასარჩენად.50

ჯორჯ ვაშინგტონის სამართლის სკოლის პროფესორი სინტია ლი ამბობს, რომ

პროპორციულობა არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულმა (მოპასუხემ) ისეთივე ძალის

გამოყენებით უნდა უპასუხოს პროვოკატორს, რა ძალაც თვითონ მაპროვოცირებელმა

პირმა გამოიყენა და აღნიშნავს, რომ პროვოკაციის დოქტრინა ნაწილობრივ პატიობს

ბრალდებულს მომაკვდინებელი ძალების გამოყენებას მაშინაც კი, როდესაც თვითონ

პროვოკატორი არანაირ ძალას არ იყენებს. ბრალდებულის (მოპასუხის) ქმედება,

ნაფიც მსაჯულებმა მაპროვოცირებელი ნაწილიდან მომდინარე ზიანის მიყენების

49

ი. ხერხეულიძე, აუცილებელი მოგერიება ქართულსა და საერთო (ანგლო-საქსური ტიპის)

სამართალში, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2008, გვ. 195 50

თ. შავგულიძე, ლ. სურგულაძე, საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხველი გარემოებანი

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, გამომცემლობა "მერიდიანი", თბ., 1988, გვ. 137

Page 38: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

38

თანაზომიერების კუთხით უნდა განიხილიონ. მისი აზრით, სავსებით შესაძლებელია

არსებობდეს მოსაზრება პროვოკაციის დოქტრინაში პროპორციულობის მოთხოვნის

უარყოფასთან დაკავშირებით იმაზე დაყრდნობით, რომ პიროვნება, რომელიც

პროვოკაციის მსხვერპლია ნებათა ღელვისას, მას არ შეუძლია გააკონტროლოს

ქმედების ტიპი ან ხარისხი, როდესაც ის ძალას იყენებს პროვოკატორის წინააღმდეგ. ის

მიუთითებს, რომ ასეთი კრიტიკა დამაჯერებელი იქნება იმ შემთხვევაში თუ,

დაუფლებული ემოცია თავისი ინტენსიურობისა და სიძლიერის გამო, სრულიად

მოახდენს ადამიანის მიერ თავისი ქმედების კონტროლის შესაძლებლობის

პარალიზებას.

სინტია ლი აღნიშნავს, რომ კანონი ითვალისწინებს თვით-კონტროლის

დაკარგვის ხარისხებს. თუ პროვოცირებულ მკვლელი თავისი ქმედების კონტროლის

შესაძლებლობას სრულიად მოკლებული იყო, მიზანი მისი უბრალოდ დასჯა არ იქნება.

ამასთანავე, მიუთითებს, რომ პროვოცირებული მკვლელები (პროვოკატორის

ქმედების შედეგად გაღიზიანებული) ისჯებიან ნაკლებად მკაცრად, ვიდრე ბოროტი

განზრახვით მოქმედი მკვლელები. მისი შეხედულებით, გონივრული ქმედება არ

ნიშნავს, რომ ბრალდებულის პასუხი უნდა იყოს ზუსტად პროპორციული

პროვოკაციისადმი. პროპორციულობა შეთავაზებულია როგორც საშუალება,

რომელიც ნაფიც მსაჯულებს ეხმარება იფიქრონ იმის თაობაზე, მიჩნეული უნდა იყოს

თუ არა ბრალდებულის ქმედებები გამართლებულად.

სინტია ლი მიუთითებს, რომ ემოციის გონივრულობისა და მოქმედების

გონივრულობის განსხვავება არსებობს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაშიც.

მიუხედავას იმისა, რომ გონივრული ქმედება ნაგულისხმევია აუცილებელი მოგერიების

ინსტიტუტის პროპორციულობის მოთხოვნაში, ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციები

აუცილებელ მოგერიებასთან მიმართებით არის ის, რომ ისინი უნდა ფოკუსირდნენ

მხოლოდ ემოციის (ან რწმენის) გონივრულობაზე. ნაფიც მსაჯულები მოწოდებულნი

არიან დაადგინონ, რომ ბრალდებულს გონივრულად სწამდა (ან საფუძვლიანად

ეშინოდა საფრთხის) მის მიერ გამოყენებული მომაკვდინებელი ძალის

აუცილებლობის, მის თავს არსებული საფრთხის საპასუხოდ, რომელსაც შეეძლო

Page 39: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

39

ბრალდებულის სიცოცხლის ხელყოფა ან სხეულის მძიმე დაზიანება გამოეწვია. ნაფიც

მსაჯულები არ არიან ორიენტირებულნი, რომ განცალკევებით გაამახვილონ

ყურადღება ბრალდებულის მიერ მსხვერპლისთვის სროლის, დაჭრის ან ცემის

მართებულობაზე. ავტორის მოსაზრებით, ასეთი მიდგომა გონივრულ რწმენასთან

მიმართებით გავლენას ახდენს პრეზუმფციაზე, რომლის თანახმადაც ბრალდებული

რომელსაც საფუძვლიანი შიში აქვს მოახლოვებული საფრთხისადმი, რასაც შეუძლია

მისი სიცოცხლის ხელყოფა ან სხეულის მიძმე დაზიანება გამოიწვიოს, ბრალდებულის

მიერ გამოყენებული მომაკვდინებელი ძალა მისაღებია. მისი მოსაზრებით, ხშირ

შემთხვევებში (კაზუსებში) თანაფარდობა გონივრულ შიშსა და გონივრულ მოქმედებებს

შორის არსებობს. თუმცა, სინტია ლის მოსაზრებით, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს

გონივრული რწმენა აქვს, რომ სხვა ადამიანის მოქმედება მისი სიცოცხლის ხელყოფის

ან სხეულის მძიმე დაზიანების გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენს, არ ნიშნავს იმას,

რომ მომგერიებელმა აუცილებლად სასიკვდილო ზომები უნდა მიიღოს და ეს

გამართლებული იქნება.51

თვალსაჩინოებისთვის მას მოჰყავს სასამართლო პრაქტიკიდან შემდეგი

მაგალითი: სახელმწიფო დილის წინააღმდეგ, 52 ორ კაცს, შუაღამის დადგომამდე

ცოტათი ადრე, ბართან არსებულ ავტომობილების გაჩერების ადგილას პრობლემა

შეექმნათ სატვირთო მანქანის დაქოქვასთან დაკავშირებით, რადგან მანქანის დენის

წყარო დამჯდარი იყო. ერთ-ერთი მათგანი, გრინვუდი ავტომობილების

გასაჩერებლად განკუთვნილ ადგილას მდგომ სხვა მანქანასთან მივიდა და მანქანაში

მჯდომ სამ ადამიანს დახმარება სთხოვა. ერთ-ერთმა მგზავრმა გრინვუდს უთხრა, რომ

დახმარების სანაცვლოდ მას 5 დოლარი უნდა გადეხადა. იმით განაწყენებულმა

გრინვუდმა, რომ მას უფასოდ დახმარებაზე უარი უთხრეს, ხმამაღლა დაუწყო კამათი იმ

მგზავრს, რომელმაც დახმარებაში ფულის გადახდა მოსთხოვა და მათი მანქანის,

კერძოდ კი, მძღოლის მხარეს გაემართა. ბრალდებული დილი მძღოლის სკამზე იჯდა

51

Cynthia Lee., Reasonable Provocation and Self-Defense: Recognizing the Distinction Between Act

Reasonableness and Emotion Reasonableness, 2009, გვ. 3 - https://scholarship.law.gwu.edu, უკანასკნელად

იქნა გადამოწმებული - 28.05.2019. 52

State v. Dill, 461 So. 2d 1130 (La. App. 1984) - https://www.leagle.com, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული

- 30.05.2019.

Page 40: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

40

და ფანჯარა ჩაწეული ჰქონდა. უეცრად, დილმა დაინახა, რომ გრინვუდი მისი

მიმართულებით ხელში დანა მომარჯვებული მიემართებოდა. დილმა ამის საპასუხოდ,

გადატენილი იარაღი ამოიღო, რომელიც მანქანის სკამებს შორის იდო. დილმა გააღო

მანქანის კარი და გრინვუდს თავში ესროლა. გრინვუდი მალევე გარდაიცვალა.

დილს ბრალი განზრახ მკვლელობისთვის წაუყენეს. სასამართლოს მიერ საქმის

არსებითი განხილვისას, დილი ასაბუთებდა, რომ მან აუცილებელი მოგეირების

მდგომარეობაში ესროლა გრინვუდს. ლუიზიანას კანონმდებლობამ განსაკუთრებული

ფოკუსირება მოახდინა ბრალდებულის გონივრულ რწმენაზე, რომ თავდაცვის მიზნით

ჩადენილი მკვლელობა მისაღებია, მაშინ როდესაც აუცილებელი მოგერიების

ვითარებაში მყოფი ადამიანი გონივრულად ვარაუდობს, რომ მისი სიცოცხლე რეალურ

საფრთხეშია ან შესაძლოა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღოს და თავდამსხმელის

მოკვლა აუცილებელია საფრთხისგან თავის დასაღწევად. დილის მტკიცება იმის

თაობაზე, რომ ის აუცილებელი მოგერიების ვითარებაში მოქმედებდა უარყვეს და

ნაფიც მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს დილის სააწინააღმდეგოდ.

დილი დამნაშავედ ცნეს არაწინასწარ განზრახულ მკვლელობაში (შემამსუბუქებელ

გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა). ლუიზიანას სააპელაციო სასამართლოს

განმარტების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ დილის რწმენა აუცილებელი

მოგერიების ვითარებაში მოქმედების საჭიროების თაობაზე გონივრული იყო, მის მიერ

გრინვუდის მისამართით სროლა გაუმართლებელი იყო.

სასამართლო ასე ხსნის თუ რატომ იყო დილის შიში საფუძვლიანი: "არ

არსებობს კითხვა იმის თაობაზე, რომ ორი მამაკაცი ცხარედ კამათობდა ერთმანეთთან

სროლის მომენტში. მსხვერპლი მიუახლოვდა მანქანას ჩხუბის გაგრძელების მიზნით.

დილის და გრინვუდის ფიზიკური მონაცემების გათვალისწინებით, უფრო მძიმე

მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა დილი, რადგან მისი მეტოქე ბევრად ძლიერი იყო.

გრინვუდი მაინც უპირატეს მდგომარეობაში იქნებოდა, თუნდაც ის შეუიარაღებელი

ყოფილიყო. შესაბამისად, დილის შიში, რომ ის სხეულის მძიმე დაზიანებას მიიღებდა

საფუძვლიანად უნდა ჩაითვალოს." მიუხედავად იმისა, რომ დილის შიში სხეულის

დაზიანების საფრთხისადმი გონივრული იყო, სააპელაციო სასამართლომ ძალაში

Page 41: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

41

დატოვა დილის გამამტყუნებელი განაჩენი, რადგან დილის მიერ გრინვუდისთვის

თავში იარაღის სროლა ახლო მანძილიდან გონივრული და მისაღები არ იყო.

სასამართლომ გამოკვეთა ის შედარებით ნაკლებად სახიფათო გზები, რომელთა

საშუალებითაც დილს საფრთხის თავიდან აცილება შეეძლო.

ამ კონკრეტული საქმის დღევანდელი ვითარებიდან განხილვის შემთხვევაში,

საკითხის განმხილველ პირს შეუძლია შეამჩნიოს, რომ ბრალდებულმა ხელიდან

გაუშვა დაპირისპირებისგან თავის არიდების და ორთაბრძოლისთვის გვერდის ავლის

შესაძლებლობა. ბრალდებული ავტომობილში იჯდა. მას შესაძლებლობა ჰქონდა

მანქანა დაეძრა და წასულიყო, ან თუნდაც, მანქანის ჩაწეული ფანჯარა აეწია და

მხვერპლის მხრიდან შესაძლო თავდასხმა თავიდან აეცილებინა. ბრალდებულის

თქმით, მას არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი არ მიუცია მსხვერპლისთვის. გარდა

ამისა, ბრალდებულს შეეძლო ახლო მანძილიდან სროლის პირობებში ნაკლებად

საფრთხის შემცველ ადგილას ესროლა მსხვერპლისთვის, ვიდრე თავში. 53 ის

მოსაზრება, რომ მოქალაქემ თავი უნდა აარიდოს დაპირისპირებას, როდესაც

სამართლებრივ სიკეთეს საფრთხე ემუქრება, ქართული სისხლის სამართლის

კანონმდებლოს მიერ უგულვებელყოფილია. საქართველოს სიხსლის სამართლის

კოდექსის 28-ე მხულის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს აუცილებელი მოგერიების

უფლება უნარჩუნდება იმისდა მიუხედავად, მას შეუძლია თუ არა ხელყოფის თავიდან

აცილება ან საშველად სხვა ადამიანის მოხმობა. ამდენად, კანონი ადამიანს არ

ავალდებულებს, მის თავს არსებულ საფრთხეს გაქცევით აარიდოს თავი, მაგრამ მან

მართლზომიერების პირობებში უნდა იმოქმედოს.

სინტია ლის მოსაზრებით, მსგავსად აღწერს აუცილებელი მოგერიების

ვითარებისას სხეულის მძიმე დაზიანების გოვინრულ შიშსა და გონივრულ ქმედებას

შორის განსხვავებას სასამართლო პრაქტიკიდან მოყვანილი კიდევ ერთი შემთხვევა:

სახელმწიფო გარისონის წინააღმდეგ, 54 გარისონი თავისი დის ბინაში წავიდა დის

53

Cynthia Lee., Reasonable Provocation and Self-Defense: Recognizing the Distinction Between Act

Reasonableness and Emotion Reasonableness, 2009, გვ. 4 - https://scholarship.law.gwu.edu, უკანასკნელად

იქნა გადამოწმებული - 28.05.2019. 54

State v. Garrison, 525 A.2d 498 (Conn. 1987) - https://casetext.com, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული -

30.05.2019.

Page 42: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

42

სანახვად. გარისონის დის ყოფილი შეყვარებული შარფი გამოცხადდა ნასვამ

მდგომარეობაში, რომელიც აგრესიულად იქცეოდა. შარფმა კამათი დაუწყო

გარისონის დას. გარისონი კამათში ჩაერია და მისმა დამ ოთახი დატოვა. კამათის

დროს შარფმა იარაღი ამოიღო ქამრიდან. იმის გათვალისწინებით, რომ შარფი

ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, გარისონმა მოახერხა, რომ შარფისთვის

პისტოლეტი წაერთმია. ამის შემდეგ, შარფმა საჭრელი დანა აიღო და მოღერებული

დანით გარისონისკენ გაიწია. გარისონმა უკან დაიხია, შარფისთვის წართმეული

პისტოლეტიდან ესროლა თავდამსხმელს და მარცხენა კოჭში დაჭრა. შემდეგ,

გარისონმა კიდევ ერთხელ ესროლა შარფს, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

გარისონს ბრალი წაუყენეს პირველი ხარისხის არაწინასწარ განზრახული

მკვლელობისთვის, იარაღის გამოყენებით. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი

განხილვისას, გარისონი ამბობდა, რომ ის აუცილებელი მოგერიების ვითარებაში

მოქმედებდა. სასამართლოს შეეძლო დაედგინა, რომ გარისონის შიში სხეულის მძიმე

დაზიანებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი იყო, რადგან შარფი ხელში დანა

მომარჯვებული მიდიოდა გარისონისკენ. მიუხედავად ამისა, სასამართლომ

მხედველობაში არ მიიღო გარისონის მტკიცება, რომ მან აუცილებელი მოგერიების

მდგომარეობაში მოკლა თავდამსხმელი და ჩათვალა, რომ სროლა გონივრული

გადაწყვეტილება არ იყო. როგორც სასამართლომ განმარტა, გარისონის

მომაკვიდნებელი გასროლა მართებული არ იყო, რადგან შესაძლებელი იყო

ნაკლებად ძლიერი საშუალების გამოყენებით საფრთხის თავიდან აცილება. გარისონს

შეეძლო უკან დაეხია ან კიდევ ერთხელ განეიარაღებინა შარფი, განსაკუთებით კი იმის

ფონზე, რომ შარფი კოჭში დაჭრილი იყო. სინტია ლი მიიჩნევს, რომ თუ პირს

ჭეშმარიტად და სავუძვლიანად აქვს იმის შიში, რომ თავდასხმის ხასიათიდან

გამომდინარე მისი სიცოცხლე საფრთხეშია ან მოსალოდნელია სხეულის მძიმე

დაზიანების მიღება, აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ თავდამსხმელის სასიკვდილო

ზომების მიღება აუცილებელი მოგერიების ვითათარებით გამართლდება.55

55

Cynthia Lee., Reasonable Provocation and Self-Defense: Recognizing the Distinction Between Act

Reasonableness and Emotion Reasonableness, 2009, გვ. 5 - https://scholarship.law.gwu.edu, უკანასკნელად

იქნა გადამოწმებული - 28.05.2019.

Page 43: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

43

ო. გამყრელიძე თავის ნაშრომში წერს, რომ მკვლელობას აუცილებელი

მოგერიების ფარგლებს გადამეტებით განასხვავებენ განზრახ მკვლელობისგან უეცარი

ძლიერი სულიერი აღელვებით, რაც დაზარალებულის არამართლზომიერი

მოქმედებით არის გამოწვეული. ის აღნიშნავს, რომ მართლსაწინააღმდეგო

თავდასხმის მომგერიებელი ტიპურად უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების

მდგომარეობაშია. მისი აზრით, ეს კონკრურენცია უნდა გადაწყდეს აუცილებელი

მოგერიების ფარგლების გადაცილებით განზრახი მკვლელობის სასარგებლოდ და

ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით უნდა

დაკვალიფიცირდეს. 56 ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომლის

თანახმადაც თითქოს "აფექტის დროს ადგილი აქვს ძლიერ სულიერ აღელვებას,

ხოლო აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით მკვლელობისას

მომგერიებელი იმყოფება ჩვეულებრივი სულიერი აღელვების მდგომარეობაში".57

ეს აზრი სრულიად მიუღებელია ო. გამყრელიძესთვის და ის ამბობს, რომ

როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში მომგერიებელი იყოს "ჩვეულებრივი სულიერი

აღელვების მდგომარეობაში", როდესაც მას თავდამსხმელთან სამკვდრო-

სასიცოცხლო ბრძოლა აქვს გამართული და მისი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. აფექტური

მკლვლელობის დროს კი მკვლელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. მისი

თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტიც შეიძლება ითქვას. განზრახ

მკვლელობა ისეთ ვითარებაში, როდესაც აუცილებელი მოგერიების გადამეტებაც არ

არის და ჩადენილია ჩვეულებრივი მკვლელობა, თუ სასამართლოზე დადგინდება,

რომ მკვლელი მოქმედებდა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში,

უნდა დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის 111-ე მუხლით.58

ბ. ჯიშკარიანი თავის ნაშრომში წერს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს

გადაცილებით ჩადენილი მკვლელობა ქართულ სასამართლო პრაქტიკაში ერთ-ერთ

ყველაზე პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს. მისი აზრით, სსკ-ის 113-ე მუხლი, არა

56

ო. გამყრელიძე, სისხლის სამართლის პრობლემები, მე-3 ტომი, გამომცემლობა "იურისტების

სამყარო", თბ., 2015, გვ. 305 57

ზ. წულაია, სისხლის სამართალი, პირველი ტომი, თბ., 1999, გვ. 101 58

ო. გამყრელიძე, სისხლის სამართლის პრობლემები, მე-3 ტომი, გამომცემლობა "იურისტების

სამყარო", თბ., 2015, გვ. 306

Page 44: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

44

მხოლოდ პრაქტიკული, არამედ დოგმატიკური თვალსაზრისითაც სადავოა. ის

აღნიშნავს, რომ ეს მუხლი გარკვეულწილად თავის თავსვე ეწინააღმდეგება, რადგან

აუცილებელი მოგერიების ფარგლები თუ დარღვეულია, მაშინ, წესით, ის მთლიანად

უნდა გამოირიცხოს, რადგან აუცილებელი მოგერიება ან არსებობს ან არ არსებობს.

მისი თქმით, სსკ-ის 113-ე მუხლი შეუალედურ პოზიციაზე დგას და ამ შუალედურ

პოზიციას ქართული სასამართლოები დასაბუთების თვალსაზრისით აშკარად ვერ

უმკვლავდებიან და გადაწყვეტილების ანალიზისას ხშირად გაურკვეველია, თუ რატომ

ხდება ამ მუხლით კვალიფიკაცია, მაშინ, როდესაც შეიძლებოდა ქმედება საერთოდ არ

ჩათვლილიყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებად. 59 მკვლელობა

აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით აუცილებელი მოგერიების

მდგომარეობას გულისხმობს. იქ, სადაც არ არის აუცილებელი მოგერიების

მდგომარეობა, არ შეიძლება მოხდეს მისი ფარგლებს გადაცილებაც.60

2.3. აუცილებელი მოგერიების პროვოკაცია

აუცილებელი მოგერიება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან საკუთარი ან

სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად განხორციელებულ ქმედებას

გულისხმობს, მაგრამ მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა შეიძლება იმ პირის ქმედებით

იყოს პროვოცირებული, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა.61 მ. ტურავას თავის

ნაშრომში საფუძვლიანად აქვს განხილული აუცილებელი მოგერიების პროვოკაციის

საკითხი. ის წერს, რომ სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, ერთმანეთისგან

შეიძლება განვასხვავოთ აუცილებელი მოგერიების პროვოკაციის ორი სახე:

გამიზნული და სოციალურ-ეთიკურად სხვაგვარად დასაძრახი. იგი აღნიშნავს, რომ

სისხლის სამართალს უმეტესწილად აინტერესებს სოციალურ-ეთიკურად დასაძრახი

ისეთი ქმედებები, რომლებიც იმავდროულად სამართლის ამა თუ იმ დარგში

59

ბ. ჯიშკარიანი, სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ,

გამომცემლობა "იურისტების სამყარო", თბ., 2016, გვ. 68 60

ო. გამყრელიძე და სხვები, სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი, დანაშაული

ადამიანის წინააღმდეგ, თბ., 2002, გვ. 73 61

თ. ცქიტიშვილი, აუცილებელი მოგერიება როგორც პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება,

წიგნში გ. ფერაძე (რედ.), სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევები, მე-2 წიგნი,

გამომცემლობა "მერიდიანი", თბ., 2012, გვ. 628

Page 45: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

45

მიჩნეულია მართლსაწინააღმდეგოდ. ტურავა ხაზს უსვამს, რომ სოციალურ-ეთიკურად

მისაღები და მართლზომიერი ქმედებები არ შეიძლება ჩაითვალოს აუცილებელი

მოგერიების პროვოკაციად და მის გამო გამოხატული რეაქციები არ შეიძლება

იწვევდეს აუცილებელი მოგერიების უფლების სოციალურ-ეთიკურ შეზღუდვებს. მისი

თქმით, აუცილებელი მოგერიების პროვოკაცია შეიძლება განხორციელდეს

განზრახვით ან გაუფრთხილებლობით და მიუთითებს, რომ ამ კლასიფიკაციის

ფარგლებში გამიზნულ პროვოკაციას წაეყენება განსხვავებული მოთხოვნები.

მ. ტურავას მოსაზრებით, პირი გამიზნული პროვოკაციული მოქმედების ჩადენის

დროს მიზნად ისახავს, რომ მის მიერ პროვოცირებულმა პირმა განახორციელოს

მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა, ხოლო თვითონ ისარგებლოს აუცილებელი

მოგერიების მდგომარეობით და თავდამსხმელს მიაყენოს დაზიანება, ან მოკლას იგი.

იგი თვლის, რომ პროვოკატორი შეიძლება დარწმუნებული იყოს, მაგრამ ასევე

შესაძლებელია, მხოლოდ შეგნებულად უშვებდეს მასზე პროვოცირებულის შესაძლო

თავდასხმას და სურდეს ასეთი სიტუაციის გამოყენება თავდამსხმელთან ანგარიშის

გასასწორებლად. ტურავა მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება არ ცვლის

პროვოკაციის ხასიათს.

გამიზნული პროვოკაციის ვითარების ნათელსაყოფად, მ. ტურავას მოჰყავს

შემდეგი მაგალითი: ჩიბურდანიძე მივიდა თანაუბნელის საცხოვრებელ კორპუსთან,

დაურეკა ტელეფონზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეაგინა იმ განზრახვით,

რომ ამით გაეღიზიანებინა. შეურაცხყოფისა და გინების საპასუხოდ კი მიეღო მისგან

თავდასხმა. მას უნდოდა ესარგებლა ამ სიტუაციით და გაბრაზებული თანაუბნელი

მოეკლა. თვითონ კი წინასწარ მოემზადა ამ სიტუაციისთვის იმით, რომ

ცეცხლსასროლი იარაღი ჩაიდო ჯიბეში. ისარგებლა მის მიერ მოწყობილი ამ

მდგომარეობით, პროვოცირებული თავდამსხმელი მასზე განხორციელებული

მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით

მოკლა.62

62

მ. ტურავა, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მე-9 გამოცემა, თბ., 2013, გვ. 191

Page 46: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

46

მ. ტურავა ამბობს, რომ ზემოთ მოყვანილ მაგალითში აღწერილია გამიზნული

აუცილებელი პროვოკაციის მდგომარეობა და წერს, რომ პროვოცირებული ქმედების

მიმართ განხორციელებული მოგერიების მართლზომიერებაზე, არსებობს

განსხვავებული მიდგომები. გაბატონებული შეხედულების მიხედვით, თუ

მომგერიებელმა თავდასხმის პროვოკაცია მოახდინა, რათა თავდამსხმელი

აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მოეკლა (ე.წ. გამიზნული პროვოკაცია),

მისი მოქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს მართლზომიერად. პროვოკატორი უნდა

დაისაჯოს განზრახი დანაშაულისათვის (ე.წ. სამართლის ბოროტად გამოყენების

თეორია). ავტორთა მეორე ჯგუფი გამიზნული პროვოკაციისას პროვოკატორს აძლევს

აუცილებელი მოგერიების სრულ უფლებას, რადგან მასზე ხორციელდება, მართალია,

მის მიერ პროვოცირებული, მაგრამ მაინც მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა. ტურავა

მიუთითებს, რომ ამ ავტორთა მიხედვით, პროვოკაცია პროვოცირებულის თავდასხმას

არ უსპობს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, რის გამოც პროვოკატორი, ვისაც თავს

ესხმის მისგან პროვოცირებული, არ შეიძლება სამართალმა დაცვის გარეშე დატოვოს.

სხვა ავტორთა მიხედვით, განზრახ პროვოკატორს მთლიანად არ ერთმევა

აუცილებელი მოგერიების უფლება. პირველ რიგში, მას აქვს თავდასხმის თავიდან

აცილების ვალდებულება. მათ შორის, მსუბუქი დაზიანებების მიღების გზითაც. ამ

თვალსაზრისის მიხედვით, თუ პროვოკაციის შემდეგ საფრთხის აცილება

შეუძლებელია, მაშინ პროვოკატორსაც უნდა ჰქონდეს აუცილებელი მოგერიების

უფლება, რადგან სამართალმა იგი არ უნდა დატოვოს გამოუვალ მდგომარეობაში.

გაბატონებული ე.წ. სამართლის ბოროტად გამოყენების თეორია, მ. ტურავა

მიუთითებს, რომ პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ქართული სისხლის

სამართლის კოდექსით, არამედ წარმოადგენს ე.წ. დაუწერელ ნორმას და

ინტერპრეტაციის გზით შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც აუცილებელი

მოგერიების უფლების სოციალურ-ეთიკური შეზღუდვის საშუალება, თუმცა არსებობს

სხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობაც, რომლის თანახმადაც, იმ პირს, ვინც

მასზე ან სხვაზე განხორციელებული ხელყოფა გამოიწვია, ან ვისაც შეეძლო თავიდან

აეცილებინა აუცილებელი მოგერიების სიტუაციაში აღმოჩენა, სრულად აქვს

Page 47: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

47

მოგერიების უფლება, როდესაც სამართლებრივი სიკეთე ფაქტობრივად

მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის მდგომარეობაში აღმოჩნდება.63

თუ ადამიანი გამიზნულად და შეგნებულად მოახდენს საკუთარ თავზე

ხელყოფის პროვოცირებას იმისთვის, რომ კონკრეტული პიროვნების აუცილებელი

მოგერიების მდგომარეობით შენიღბული დაზიანების შესაძლებლობა მიეცეს, მაშინ

მისი ქმედება უფლების ბოროტად გამოყენებაა, რის გამოც თავს აუცილებელი

მოგერიების მდგომარეობით ვერ გაიმართლებს. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი

ადამიანის მოქმედება მართლსაწინააღმდეგოა თუ მხოლოდ სოციალურ-ეთიკურ

გაკიცხვას იმსახურებს , იგი თავად არის სხვისი ინტერესების მართლსაწინააღმდეგო

ხელმყოფი. ამდენად, მხარდაჭერას არ იმსახურებს საწინააღმდეგო მოსაზრება,

რომლის თანახმადაც აუცილებელი მოგერიების უფლება გამიზნულად პროვოკაციის

მომწყობ ადამიანსაც წარმოეშობა, რადგან მართლწესრიგი პროვოცირებულისგან

პროვოკაციის მიმართ სიმტკიცეს მოითხოვს. თუ პიროვნებას აუცილებელი მოგერიების

უფლების გამიზნულად ბოროტად გამოყენება სურს, ამ შემთხვევაში, სამართალი მის

მხარეს არ დგას და აქედან გამომდინარე, აუცილებელი მოგერიების უფლების

გამორიცხვა დაცვის ღირსი პოზიციების დათმობა არ იქნება.64 ამდენად, თუ მოქალაქეს

ბოროტი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გადაწყვეტილი აქვს აუცილებელი

მოგერიების მდგომარეობის შექმნა გამიზნული პროვოკაციის გამოყენების მეშვეობით,

მისი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და გამართლებას არ იმსახურებს. გამიზნული

პროვოკაციის სიტუაციის შემქნელს, რომლის ქმედებაც ამავდორულად სოციალურ-

ეთიკურ გაკიცხვასაც იმსახურებს, ერთმევა აუცილებელი მოგერიების უფლებით

სარგებლობის შესაძლებლობა, რადგან მსგავსი ქმედება ამ სამართლებრივი

ინსტიტუტის არსს ეწინააღმდეგება.

თავის ნაშრომში მ. ტურავა წერს, რომ სამართლებრივად ნებადართული ან

სოციალურად მიღებული ქმედება არ შეიძლება იწვევდეს აუცილებელი მოგერიების

არავითარ შეზღუდვას, თუნდაც იგი მიზნად ისახავდეს სხვა ადამიანის თავდასხმის

63

იქვე, გვ. 192 64

ი. ვესელსი, ვ. ბოილკე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, დანაშაული და მისი აგებულება,

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2010, გვ. 191

Page 48: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

48

პროვოცირებას. მისი თქმით, მაგალითად, ვინც გვიან საღამოს ლისის ტბის

ტერიტორიაზე სეირნობს მეგობარ გოგონასთან ერთად, თუმცა იცის, რომ

შესაძლებელია, ამ დროს მათზე განხორციელდეს თავდასხმა, უფლება აქვს,

ჩვეულებრივად გამოიყენოს აუცილებელი მოგერიების უფლება, თუ მათზე რეალურად

განხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა. ავტორის შეხედულებით,

სეირნობა არ წარმოადგენს არამართლზომიერ ქმედებას, შესაბამისად, პირს არ

ეზღუდება თავდასხმის მოგერიების უფლება. ასეთ შემთხვევაში, მით უმეტეს,

არაგამიზნული პროვოკაციის დროს, პირს არ მოეთხოვება, ეცადოს, რომ შედეგი

თავიდან აიცილოს. ასეთ დროს პროვოკაციული წინარე მოქმედება არ გამორიცხავს

აუცილებელი მოგერიების უფლებას და იგი შეიძლება გამოიყენოს მომგერიებელმა

ჩვეულებრივი წესით.

მ. ტურავას თქმით, თუ გამიზნულ პროვოკაციას თან არ ახლავს სოციალურ-

ეთიკურად დასაძრახი ქმედება, მაშინ პროვოკატორს მაინც უნარჩუნდება აუცილებელი

მოგერიების უფლება. მისი აზრით, არც გამიზნული პროვოკაციის დროს, თუ ადგილი

არ აქვს სოციალურ-ეთიკურად დასაძრახ ქმედებას, არ არსებობს ისეთი სიტუაციის

თავიდან აცილების ვალდებულება, რომელშიც მოსალოდნელია

მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა. განზრახ პროვოცირებული მართლსაწინააღმდეგო

თავდასხმის დროსაც პირს უნარჩუნდება აუცილებელი მოგერიების სრული უფლება.

ტურავა აღნიშნავს, რომ ამ შეხედულებასან დაკავშირებით ფუქსი გვთავაზობს კაზუსს

და ცდილობს, რომ აუცილებელი მოგერიების პროვოკაციის დროს დაასაბუთოს

აუცილებელი მოგერიების უფლების არსებობა. ამ კაზუსად განიხილება შემდეგი

სიტუაცია: ვინც გვიან ღამით ქალაქგარეთ მეტროთი შეგნებულად მგზავრობს, რათა

ბოროტმოქმედები დაესხნენ თავს, ამასთან, მის შესაძლებლობებზე დაყრდნობით,

ფიქრობს, რომ თავდამსხმელი აუცილებელი თავდაცვის უფლებით მოიგერიოს,

მართალია, აუცილებელი მოგერიების სიტუაციას უკეთებს პროვოკაციას, მაგრამ სანამ

თავდამცველი მეტს არ გააკეთებს, ვიდრე მისი თავდაცვისათვის აუცილებელია, არ

არსებობს კანონიერი საფუძველი იმის სამტკიცებლად, თუ რატომ არ უნდა შეეძლოს

Page 49: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

49

აუცილებელი მოგერიების მდგომარეობით თავის გამართლება. 65 აქედან

გამომდინარე, თუ ერთი შეხედვით პროვოკაციული წინარე მოქმედება, რომელიც

თავისი არსით არ წარმოადგენს სოციალურ-ეთიკურად გასაკიცხ ქმედებას, არ

გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების უფლებას და მოქალაქეს ამ კანონით

მინიჭებული უფლების სარგებლობა ჩვეულებრივი წესით შეუძლია. ამ დროს,

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროვოკაციული წინარე ქმედების სოციალურ-

ეთიკური გასაკიცხაობის ელემენტს.

სამართლებრივ ლიტერატურაში არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც,

თუ ადამიანი გამიზნულად ან სხვაგვარად გასაკიცხი ფორმით ჩაიგდებს თავს

აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, მაშინ იგი ვალდებულია ქმედით

დათმობებზე წავიდეს, ნაწილობრივ მისივე ბრალით განხორციელებული

ხელყოფისას. დათმობის შესაძლებლობის არარსებობის დროს, იგი გონივრულ

ფარგლებში მხოლოდ მისგან მოსალოდნელი, მოგერიებითი ქმედებებით უნდა

შემოიფარგლოს. თუ ამგვარი ღონისძიება (დასახმარებლად სხვისი მოხმობის

ჩათვლით) საკმარისია ხელყოფის გასანეიტრალებლად, მაშინ აუცილებელი

მოგერიების მდგომარეობაში მყოფი პიროვნება აგრესიულ თაავდაცვაზე აღარ უნდა

გადავიდეს. მეორე მხრივ, ადამიანისგან, ასეთ დროს, სერიოზული დაზიანებების

მოთმენის მოთხოვნა მიუღებელია. როდესაც დაცვის სხვა საშუალებები ამოწურულია,

ან საკმარისად ეფექტურ დაცვას ვერ უზრუნველყოფენ, ინტერესთა ხელყოფის

ინტენსივობის მიხედვით, იარაღის გამოყენება, უკიდურესი საჭიროებისას კი

ხელმყოფის მოკვლაც, ნებადართულია. (ე.წ. სამი საფეხურის თეორია: დათმობა,

თავდაცვითი მოგერიება და საბრძოლო მოგერიება)66

მ. ტურავას აზრით, იმისდა მიუხედავად, რომ აუცილებელი მოგერიების

პროვოკაციის კლასიკურ შემთხვევას წარმოადგენს ე.წ. გამიზნული პროვოკაცია,

როდესაც პირი მიზანმიმართულად ცდილობს ამოეფაროს დაზარალებულის მანტიას,

არსებობს სხვა შემთხვევბიც, როდესაც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა

65

მ. ტურავა, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მე-9 გამოცემა, თბ., 2013, გვ. 193 66

ი. ვესელსი, ვ. ბოილკე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, დანაშაული და მისი აგებულება,

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2010, გვ. 192

Page 50: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

50

წარმოიშობა პირის სოციალურ-ეთიკურად სხვაგვარად დასაძრახი ქმედებით. მისი

შეხედულებით, ამ შემთხვევაში იზრდება პროვოკაციული წინარე მოქმედების

ობიექტური ხარისხისადმი წაყენებული მოთხოვნები. გამიზნული პროვოკაციისგან

განსხვავებით, ამ შემთხვევაში უფრო გამოკვეთილად მოითხოვება სოციალურ-

ეთიკურად დასაძრახი ქმედების მართლწინააღმდეგობა. ტურავა მიუთითებს, რომ ამ

ჯგუფში შედის ევენტუალური განზრახვით გამოწვეული პროვოკაცია, როდესაც

პროვოკატორი მის მიერ პროვოცირებული პირის თავდასხმას შესაძლებლად მიიჩნევს,

მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მას. იგი ამბობს, რომ ასეთი

განზრახი პროვოკაცია ახლოსაა გამიზნულ პროვოკაციასთან, მაგრამ მისგან

განსხვავდება ნებელობის მომენტით. თავდასხმა შეიძლება გამოწვეული იყოს ასევე

პროვოკატორის წინარე შეგნებული გაუფრთხილებლობითი ქმედებით, როდესაც მას

შეგნებული აქვს პროვოცირებულის მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობა, მაგრამ

უსაფუძვლოდ იმედოვნებს, რომ მის ქმედებაზე პროვოცირებულს რეაქცია არ ექნება.

განსხვავებით თვითიმედოვნებისგან, პირის მიერ თავისი დაუდევარი მოქმედებით

გამოწვეული პროვოკაცია, გარდა ძალაზე გამონაკლისი შემთხვევებისა, გამორიცხავს

აუცილებელი მოგერიების უფლებას.

აუცილებელი მოგერიების არაგამიზნული, მაგრამ სოციალურ-ეთიკურად

სხვაგვარად დასაძრახი პროვოკაციის დროს აუცილებელი მოგერიების უფლება არ

არსებობს სრული მოცულობით. მ. ტურავაც წერს იმის შესახებ, რომ ე.წ.

სამსაფეხურიანი თეორიის მიხედვით, პირველ ეტაპზე პროვოკატორს მოეთხოვება

ხელყოფის თავიდან აცილება, მათ შორის, უკან დახევით. იგი უნდა შეეცადოს

ხელყოფისათვის თავის არიდების ნებისმიერი შესაძლებელი გზით და თუ საჭიროა,

საშველად უნდა მოუხმოს სხვას - მესამე პირს. მეორე ეტაპზე იგი უნდა შეეცადოს

მოგერიებას მხოლოდ თავდაცვითი მოქმედებების განხორციელებით და მხოლოდ

ამის შემდეგ, მესამე ეტაპზე, შეუძლია მის მიერ პროვოცირებული თავდასხმის

მოგერიება ხელმყოფის სამართლებრივი სიკეთის დაზიანებით.67

67

მ. ტურავა, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მე-9 გამოცემა, თბ., 2013, გვ. 195

Page 51: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

51

თ. ცქიტიშვილი თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ აუცილებელი მოგერიების

პროვოკატორისათვის შეზღუდვების დაწესება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჯერ

პროვოკატორმა უნდა გამოიყენოს თავდაცვითი, ხოლო შემდეგ თავდასხმითი

მოგერიება, არაეფექტური და აზრს მოკლებულია. მისი თქმით, პროვოკატორი იმ

მიზნით მოქმედებს, რომ თავდასხმის პროვოკაცია მოახდინოს და თუ იგი ამას შეძლებს

რა აზრი აქვს მისგან იმის მოთხოვნას, რომ პროვოკაციული მოქმედებით გამოწვეული

თავდასხმა თავდაცვითი და არა თავდასხიმით საშუალებით მოიგერიოს. იგი ამბობს,

რომ ეს ყოველივე იმას ჰგავს, რომ მკვლელს, რომელმაც მოკვლის მიზნით დაჭრა

ადამიანი, მოსთხოვო დაჭრილისათვის დახმარების აღმოჩენა მის გადასარჩენად.

თ. ცქიტიშვილი არ ეთანხმება მ. ტურავას იმის თაობაზე, რომ

გაუფრთხილებლობითი ქმედებაც შესაძლოა პროვოკაციად შეფასდეს, რადგან მისი

აზრით, პროვოკაცია თავისი ბუნებით განზრახი ქმედებაა და იგი გაუფრთხილებლობას

გამორიცხავს. ის მიუთითებს, რომ პროვოკაცია გამიზნული, შეგნებული ქმედებაა.

ცქიტიშვილის მოსაზრებით, პროვოკაციად არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანისათვის

შემთხვევით, ყოველგვარი წინასწარგანზრახულობის გარეშე მხრის გაკვრა. მისი

შეხედულებით, აუცილებელი მოგერიების პროვოკაციად უნდა ჩაითვალოს პირდაპირი

განზრახვით განხორციელებული ქმედება. თუ აუცილებელი მოგერიების პროვოკაციად

მხოლოდ ისეთ ქმედებას ჩავთვლით, როდესაც პროვოკატორს

მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის პროვოცირების მიზანი გააჩნია, აუცილებელი

მოგერიების პროვოკაციის განხორციელების შესაძლებლობა ევენტუალური

განზრახვით გამოირიცხება.68 თ. ცქიტიშვილი სწორად მიუთითებს, რომ ყოველგვარი

წინასწარგანზრახულობის გარეშე ადამიანისთვის მხრის გაკვრა არ შეიძლება

შეფასდეს პროვოკაციად, რადგან ეს ქმედება სისხლისსამართლებრივად

რელევანტური არ არის. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არაგამიზნული

პროვოკაციის არსებობის შესაძლებლობის გამორიცხვა არ შეიძლება. სავსებით

რეალურია, რომ ადამიანმა თავისი გაუფრთხილებლობითი და არაგამიზნული

68

თ. ცქიტიშვილი, აუცილებელი მოგერიება როგორც პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება,

წიგნში გ. ფერაძე (რედ.), სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევები, მე-2 წიგნი,

გამომცემლობა "მერიდიანი", თბ., 2012, გვ. 631

Page 52: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

52

ქმედებით სხვა ადამიანის პროვოცირება მოახდინოს. მართალია, პროვოკაცია

ძირითადად განზრახ ქმედებასთან ასოცირდება, მაგრამ შესაძლოა ადამიანის

არაგამიზნული ქმედებაც იყოს პროვოკაციული ელემენტების მატარებელი, რომელიც

შესაძლებელია სხვა პირის გაღიზიანების საფუძველი გახდეს.

გასაკიცხი წინარე ქცევის საფუძველზე ამოქმედებული აუცილებელი მოგერიების

უფლებების შეზღუდვები ყოველთვის ითვალისწინებს იმ პირობას, რომ

პროვოცირებულ წინარე ქცევასა და ქმედების განხორციელების მომენტში არსებულ

სიტუაციას შორის მჭიდრო სივრცობრივი და დროითი კავშირი უნდა არსებობდეს

(პროვოკაციის ობიექტური კავშირი). ამასთანავე, წინარე ქცევა ხელმყოფის ან მისი

ახლობლის უფლებათა სფეროს უნდა ხელყოფდეს, რაც უფლებას მისცემს ხელმყოფს

ინდივიდუალურად სწორედ მან იგრძნოს თავი პროვოცირებულად (პროვოკაციის

სუბიექტური კავშირი).69

პროფესორი, სინტია ლი მის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საინტერესო და

ანგარიშგასაწევ მოსაზრებებს აფიქსირებს აუცილებელი მოგერიებისას პროვოკაციის

მნიშვნელობასთან დაკავშირებით. საფუძვლიანი პროვოკაციისას ის ერთმანეთისგან

განასხვავებს მოქმედებით მიზანშეწონილობას და ემოციურ მიზანშეწონილობას. ის

ფიქრობს, რომ ვნებათა ღელვისას მკვლელობა არასოდეს არ არის მისაღები და

გონივრული. მისი თქმით, პროვოცირებული მკვლელის ქმედებები არასწორია

(უსამართლოა) კანონთან მიმართებით, რის გამოც ასეთ მდგომარეობაში ჩადენილი

მკვლელობა სრულ გამართლებას არ ექვემდებარება. ის ფაქტი, რომ

პროვოცირებული მკვლელი უფრო მსუბუქად ისჯება, მისი მოსაზრებით, ეს იმის

გამოძახილია რომ საზოგადოება ასეთი ადამიანის მიმართ თანაგრძნობით არის

განმსჭვალული. ნაფიც მსაჯულებისთვის მოთხოვნა იმისა, რომ მათ ფოკუსირება

მოახდინონ ბრალდებულის (მოპასუხის) მხრიდან ჩადენილ გონივრულ ქმედებებზე, არ

ნიშნავს იმას, რომ მათ აუცილებლად უნდა გაარკვიონ ბრალდებულის მხრიდან

ჩადენილი მკვლელობა ნამდვილად გამართლებული იყო თუ არა. უმეტეს შემთვევაში,

მიზანშეწონილი მოქმედების არსებობა შეიძლება დადასტურდეს თუ დადგინდება, რომ

69

ი. ვესელსი, ვ. ბოილკე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, დანაშაული და მისი აგებულება,

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2010, გვ. 192

Page 53: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

53

მაპროვოცირებელი ინციდენტი სხვა ნებისმიერი ადამიანის პროვოცირებას მოახდენდა

და უბიძგებდა მას ძალადობრივი ქმედების ჩადენისკენ.

სინტია ლი აღნიშნავს, რომ ჯერემი ჰორდერი სასარგებლო განმარტებას

იძლევა სიბრაზისგან გამოწვეულ გონივრულ გრძნობებსა (გონივრული ემოციები) და

სიბრაზისას გონივრულ ქმედებებს შორის განსხვავებაზე. ჰორდერის მოსაზრებით,

სიბრაზის გრძნობის გონივრული გამოვლინება ნიშნავს "იყო გაბრაზებული შესაბამისი

მიზეზის გამო, სწორ დროს, ადეკვატური ხანგრძლივობით (ხარისხით) და ა.შ." 70 ამ

მოსაზრებას, თავისი სიტყვებით ავსებს სინტია ლი და ამატებს, რომ პიროვნების

ემოციური პასუხი ადეკვატურად (გონივრულად) განიხილება იმ შემთხვევაში, თუ

პიროვნებას შესაბამისი სიბრაზის გამოხატულება ექნება იმ შეურაცხყოფასთან და

ღირსების შელახვასთან, რაც კონკრეტული მაპროვოცირებელ (გამაღიზიანებელი)

შემთხვევის შედეგად მიადგა. მაგალითად, თუ შენს ოჯახს გაიტაცებენ და აწამებენ, ამ

მოვლენასთან მიმართებით შესაბამისი ემოციური პასუხი იქნება ძლიერი გაბრაზება. თუ

ასეთ დროს ადამიანის ემოციური განცდა საშუალო სიმძლავრის იქნება, მაშინ ეს

ემოცია სუსტი და არაადეკვატურია. მეორე მხრივ, თუ შენ ძლიერ შეურაცხყოფილად ან

ღირსების დამამცირებლად იგრძნობ თავს ჩვილი ბავშვის უწყვეტი ტირილისას, შენი

ემოციური პასუხი შეუსაბამო და მეტისმეტად გადაჭარბებული იქნება.

გონივრული ქმედება გაბრაზებისას ნიშნავს პროპორციული ზომების გატარებას

იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც თავისი ქმედებით ზიანი მოგაყენა. მაგალითად, თუ V

D-ს უმიზეზოდ გააწნავს სილას და ამის საპასუხოდ D V-ს ერთხელ ან თუნდაც ორჯერ

დაარტყამს, შეიძლება ითქვას, რომ D-ს პასუხი პროპორციული იყო თავდაპირველ

მავნე ქმედებასთან და შესაბამისად, გამართლებულიც. ამის ნაცვლად, D-ს რომ დანა

აეღო და სასიკვდილოდ დაეჭრა V, მისი პასუხი დიდი ალბათობით შეუსაბამო

იქნებოდა, რადგან სასიკვდილოდ დაჭრა ნამდვილად არაპროპორციულია სილის

გაწვნასთან.71

70

Jeremy Horder., Provocation and Responsibility, 1992, გვ. 44 71

Cynthia Lee., Reasonable Provocation and Self-Defense: Recognizing the Distinction Between Act

Reasonableness and Emotion Reasonableness, 2009, გვ. 2 - https://scholarship.law.gwu.edu, უკანასკნელად

იქნა გადამოწმებული - 28.05.2019.

Page 54: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

54

ბ. ჯიშკარიანი აუცილებელი მოგერიების პროვოკაციის საკითხს ეხება თავის

ნაშრომში და მაგალითად მოჰყავს გერმანიის ფედერალური უზენაესი სასამართლოს

პრაქტიკიდან აღებული კაზუსი, რომლის მიხედვითაც: ა სამუშაოს დასრულების შემდეგ

შინისკენ ჩქარი მატარებლით გაემგზავრა. მგზავრობა სულ 20 წუთი უნდა

გაგრძელებულიყო. ის პირველი კლასის განყოფილებაში იჯდა, როდესაც მასთან

შევიდა ახალგაზრდა ბ. ბ-ს ალკოჰოლის სუნი ასდიოდა. თავის დროზე

კონტროლიორმა ბ გააფრთხილა, რომ მეორე კლასის ვაგონში გადასულიყო,

ვინაიდან მას პირველი კლასის ბილეთი არ ჰქონდა, თუმცა გასვლიდან ცოტა ხანში ბ

ისევ უკან მიბრუნდა. ა ალკოჰოლის სუნით შეწუხდა და ფანჯარა გამოაღო, რათა

სიცივით შეწუხებული ბ გასულიყო. ბ-ს მართლა შეცივდა, მაგრამ გასვლის ნაცვლად

ფანჯარა დახურა. ფანჯრის გაღება-დახურვა ისევ განმეორდა. მესამე ჯერზე ბ ა-ს

დაემუქრა, რომ თუ კიდევ გამოაღებ, მუშტებით გცემო. ა-მ ამის საპასუხოდ შარვლის

ჯიბიდან დანა გამოაჩინა, ისე რომ ბ-ს ეს შეემჩნია. მერე მივიდა და ისევ გამოაღო

ფანჯარა. ამაზე ბ წამოვარდა და ორივე ხელით სახეში ჩააფრინდა მას. ა-მ იფიქრა,

კისერში შეიძლება გადამტეხოსო და ვინაიდან წამოდგომის საშუალება არ ჰქონდა,

ჯიბის დანა ჩაარტყა მუცლის ღრუს ზედა ნაწილში და ათ სანტიმეტრამდე სიღრმის

ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ მან წამოდგომა მოახერხა და ორივემ ჩხუბი

გააგრძელა, რა დროსაც ა-მ ბ-ს კისერში მეორე ჭრილობაც მიაყენა. საბოლოოდ ბ

მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ყოველივე ამას იქვე შეესწრო

რამდენიმე ადამიანი.72

ბ. ჯიშკარიანი განიხილავს აუცილებელი მოგერიების ობიექტიური მხარისთვის

დამახასიათებელ ნიშნებს და ამბობს, რომ ა-მ მოცემულ შემთხვევაში ობიექტიური

მხარის ყველა ნიშანი დააკმაყოფილა, მაგრამ მიუთითებს, რომ გარკვეულ

გამონაკლის შემთხვევებში სხვა დამატებითი კრიტერიუმების შემოწმებაც ხდება,

რომლებიც თავის მხრივ აუცილებელი მოგერიების უფლების შეზღუდვას იწვევენ. მისი

აზრით, მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია საუბარი ა-ს მხრიდან აუცილებელი

მოგერიების პროვოკაციაზე, როდესაც მან რამდენიმეჯერ მატარებლის ფანჯრის

72

BGHSt 42, 98

Page 55: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

55

გამოღებით გამოიწვია ბ-ს გაღიზიანება და მისი მხრიდან თავდასხმა. აღნიშნავს, რომ ა-

ს მართალია განზრახ არ უნდოდა ბ-ს გამოწვევა, რათა მერე მისთვის სიცოცხლე

მოესპო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც პროვოკატორია. ავტორი განმარტავს თუ

როგორ წყდება აუცილებელი მოგერიების ფარგლების საკითხი მსგავსი პროვოკაციის

შემთხვევაში. მისი თქმით, ა უნდა გაცლოდა იქაურობას და თავი აერიდებინა

კონფლიქტისათვის (პირველი საფეხური). თუ ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაშინ უნდა

განეხორციელებინა მხოლოდ დეფენზიური თავდაცვითი ქმედება (მეორე საფეხური).

დეფენზიური თავდაცვის არაეფექტურიბის შემთხვევაში კი ა-ს შეეძლო აგრესიული

თავდაცვის განხორციელებაც, ანუ დანის გამოყენება (მესამე საფეხური).

ბ. ჯიშკარიანი წერს, რომ პროვოკაციის გამომწვევი ა ვალდებული იყო ზემოთ

აღნიშნული სამსაფეხურიანი სისტემის მიხედვით ემოქმედა. მისი თქმით, ა-ს არ ჰქონდა

იმის შესაძლებლობა, რომ თავი აერიდებინა თავდამსხმელისვის, მაგრამ მას შეეძლო,

სულ მცირე, იქვე ახლოს მყოფი სხვა მგზავრებისთვის საშველად მოეხმო და მანამდე

თავი უბრალოდ ხელების გამოყენებით დაეცვა, მაგრამ მან ეს შანსი არ გამოიყენა და

პირდაპირ აგრესიულ თავდაცვაზე გადავიდა დანის გამოყენებით. ამდენად ა-ს ქმედება

კვალიფიცირდება სსკ-ის 113-ე მუხლით, რაც მკვლელობას აუცილებელი მოგერიების

ფარგლებს გადაცილებით გულისხმობს.

ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ თუ პირი სხვის პროვოცირებას გამიზნულად

მოახდენს, რათა ის გამოიწვიოს, ისარგებლოს სიტუაციით და მერე თვითონ

განახორციელოს აუცილებელი მოგერიება იმ გაღიზიანებული პირის მიმართ, მაშინ

პროვოკატორის ქმედება მაინც მართლსაწინააღმდეგო იქნება, ვინაიდან მას არ აქვს

უფლება აუცილებელი მოგერიების უფლება სათავისოდ ბოროტად გამოიყენოს. ის

ასევე მიუთითებს, რომ თუ პირის პროვოცირება მოხდება გასაკიცხი ქმედებით (მაგ.

დაცინვა), მაგრამ არა გამიზნულად, მაშინ პროვოკატორს არ ესპობა აუცილებელი

მოგერიების უფლება, თუმცა ის მას ეზღუდება და მისი ქმედების შეფასებისას

Page 56: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

56

გასათვალისწინებელია შემდეგი ეტაპები: თავის არიდება, დეფენზიური თავდაცვა და

აგრესიული თავდაცვა.73

თავი III. კვლევის შედეგები

მოცემული მასალის ანალიზი ცხადყოფს, რომ აუცილებელი მოგერიების

სამართლებრივი ინსტიტუტი სამი ნიშნისგან შედგება. კერძოდ, უკიდურესი

მდგომარეობის, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებისა და თავდაცვის

სურვილისგან. არსებობს შემთხვევები, როდესაც აუცილებელი მოგერიების უფლებით

სარგებლობას თან ახლავს სოციალურ-ეთიკური შეზღუდვები. აუცილებელი

მოგერიების პირველი მახასიათებელი ნიშანი უკიდურესი აუცილებლობა, თავის მხრივ,

იყოფა დამატებით 3 კომპონენტად და ესენია სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა,

ხელყოფის იმწუთიერობა და ხელყოფის მართლწინააღმდეგობა. თითოეული

მათგანის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აუცილებელი

მოგერიება მართლზომიერი იყოს და შესაბამისად, წარმოადგენდეს ადამიანის

გამართლების საფუძველს.

აუცილებელი მოგერიების უფლება გვევლინება კანონით დაცული

სამართლებრივი სიკეთის დაცვის საშუალებად. შესაბამიდად, აუცილებელი

მოგერიების დროს ხელყოფის ობიექტს წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთე,

რომელიც შესაძლოა იყოს, როგორც ინდივიდუალური ასევე საყოველთაო.

აუცილებელი მოგერიების უფლებით სარგებლობა შეიძლება მოქმედებითაც და

უმოქმედობითაც. მართალია, უმეტეს შემთხვევაში თავდამსხმელის მოგერიება ხდება

მოქმედებით, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც არსებული ვითარებიდან

გამომდინარე, უმოქმედობა ერთადერთი საშუალებაა ხელყოფის თავიდან

ასაცილებლად.

73

ბ. ჯიშკარიანი, კაზუსები სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, გამომცემლობა "იურისტების სამყარო",

თბ., 2015, გვ. 64-70

Page 57: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

57

აუცილებელი მოგერიებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხელყოფის

იმწუთიერობის საკითხს. მოგერიებითი ქმედება მიმართული უნდა იყოს იმწუთიერი

საფრთხისადმი. დაუშვებელია პრევენციული აუცილებელი მოგერიება, რადგან ასეთ

დროს სამართლებრივ სიკეთეს საფრთხე იმწუთიერად არ ემუქრება და შესაბამისად,

მოქალაქეს არ წარმოეშობა აუცილებელი მოგერიებით სარგებლობის უფლება.

აუცილებელი მოგერიება არ დაიშვება დამთავრებული ხელყოფის შემდეგ. თუ

თავდამსხმელი თავის მიზანს მიაღწევს და დააზიანებს სამართლებრივ სიკეთეს, მასზე

შემდგომი შურისძიება აუცილებელი მოგერიება აღარ იქნება. აუცილებელი

მოგერიების უფლება არ არსებობს მაშინაც, როდესაც თავდამსხმელმა

სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის პროცესში შეყვიტა თავდასხმა მისი

გადაწყვეტილებით ან მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და თავდამსხმელისგან

აღარ მომდინარეობს არანაირი საფრთხე, რომელიც მსხვერპლს ავნებს. თუმცა,

აღსანიშნავია, რომ ადამიანს კონკრეტული ვითარების ადეკვატურად შეფასების

შედეგად, შეუძლია თავდამსხმელის მხრიდან მომდინარე საფრთხეს პირველმა

უპასუხოს. არავინ არ არის ვალდებული, რომ დაელოდოს თავდამსხმელს სანამ ის

ზიანს მიაყენებს და ამის შემდეგ მოიგერიოს თავდასხმა. თუ თავდასხმის საფრთხე

გარდაუვალობის ელემენტის მატარებელია და დროის უმოკლეს მონაკვეთში

აუცილებლად განხორციელდება, მაშინ მომგერიებელს შეუძლია პირველმა

გამოიყენოს თავდასხმის აღმკვეთავი ძალა. თავდასხმის დროის უმოკლეს მონაკვეთში

დაწყების საკითხი, ხელყოფის იმწუთიერობის კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

კანონმდებელი ხაზგასმით მოითხოვს, რომ აუცილებელი მოგერიებისას

თავდამსხმელის მხრიდან განხორციელებული ხელყოფა უნდა იყოს

მართლსაწინააღმდეგო. აუცილებელი მოგერიებისას საფრთხის წყარო ყოველთვის

ადამიანია, რადგან მხოლოდ ადამიანის ქცევა შეიძლება შეფასდეს სამართლებრივად.

შესაბამისად, მხოლოდ ადამიანს შეუძლია მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

მნიშვნელოვანია, რომ მართლწინააღმდეგობა უნდა იყოს რეალური და არა

მომგერიებლის წარმოდგენაში არსებული მოვლენა. მართალია,

მართლწინააღმდეგობა თავის თავში მოიცავს მის რეალურ და ობიექტურ ხასიათს,

Page 58: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

58

მაგრამ მისი განცალკევებით განხილვა საჭიროა აუცილებელი მოგერიების,

მოჩვენებითი აუცილებელი მოგერიებისგან გასამიჯნად, რომლებიც თავისი არსით

რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არსებობს შემთხვევები, როდესაც

ადამიანი მოჩვენებით აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება და მის

თავს განვითარებულ მოვლენებს მცარად აფასებს. შესაძლოა ადამიანს ვითარების

არასწორად შეფასების გამო ეგონოს, რომ მასზე ხორციელდება

მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა და დააზიანოს მის წარმოსახვაში არსებული

თავდამსხელი, რომელიც საფრთხეს არ წამოადგენს. ასეთ დროს თუ მოჩვენებითი

აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფ პირს მოვლენების მცდარად

შეფასება საპატიებელ შეცდომად არ ჩაეთვლება, მაშინ ის სისხლისსამართლებრივი

პასუხიმსგებლობისგან არ გათავისუფლდება და პასუხს აგებს გაუფრთხილებლობითი

ქმედებისათვის.

აუცილებელი მოგერიების უფლებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ

ადამიანს, რომლის მიმართაც ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას, თუ

თავდასხმა მოქალაქის მიერ შეგნებული და განზრახი პროვოკაციის შედეგად არ არის

გამოწვეული. აუცილებელი მოგერიების ობიექტური ნიშნების შემდეგ, დგინდება

აუცილებელი მოგერიებისას სუბიექტური ელემენტის არსებობა, რაც გამოიხატება

მომგერიებლის მიერ აუცილებელი მოგერიების დამფუძნებელი გარემობებეის

ცოდნასა და სხვისი ან თავისი სამართლებრივი სიკეთის მართლსაწინააღმდეგო

ხელყოფისგან დაცვის სურვილში. აუცილებელი მოგერიებისას თავდასხმის

მომგერიებელს კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზანი და

სურვილი უნდა ამოძრავებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე არ გვექნება

აუცილებელი მოგერიება, რადგან თავდაცვის მიზნის გარეშე მოქმედი ადამიანი

აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების პირობებს არ აკმაყოფილებს და აქედან

გამომდინარე, კანონმდებლის მიერ მისი სისხლისსამართლებრივი

პასუხისმგებლობისგან გათავაისუფლების ინტერესიც ქრება. მნიშვნელობა არ ენიჭება

იმას, თუ რა მოტივით მოქმედებს ადამიანი აუცილებელი მოგერიების უფლებით

სარგებლობისას. მთავარია, რომ მას მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისგან

Page 59: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

59

თავისთვის ან სხვისთვის ღირებული სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზანი ჰქონდეს.

მიზანს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ქმედების სწორად კვალიფიკაციისათვის.

მიზანმა შესაძლოა ქმედება აქციოს როგორც მართლზომიერად, ისე

მართლსაწინააღმდეგოდ.

არსებობს შემთხვევები, როდესაც აუცილებელი მოგერიების უფლება იზღუდება

სოციალურ-ეთიკური საფუძვლებით და იზრდება მოთხოვნები მომგერიებლის მიმართ.

როდესაც სახეზე გვაქვს სამართლებრივი სიკეთის უმნიშვნელო ხელყოფა,

აუცილებელი მოგერიების უფლება საგრძნობლად იზღუდება ან მთლიანად

გამოირიცხება. აუცილებელი მოგერიების უფლება იზღუდება მაშინაც, როდესაც

მართლსაწინააღმდეგო თავდამსხმელად გვევლინება არაბრალეულად მოქმედი ან

შეურაცხადი პირი. კერძოდ, ასეთ კატეგორიაში განიხილება ბავშვის, ფსიქიკურად

დაავადებული ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის ქმედება,

რომელიც შეურაცხად ან შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაშია. მათ მიმართ

მომგერიებელმა შედარებით ნაკლები ზიანის მიმყენებელი საშუალება უნდა

გამოიყენოს, ხოლო მსგავსი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში თავი უნდა

აარიდოს მათთან დაპირისპირებას, მიუხედავად იმისა, რომ ქართული სისხლის

სამართლის კანონდმდებლობა მართლსაწინააღმდეგო თავდამსხმელის

მოგერიებისთვის თავის არიდებას არ მოითხოვს. მოთმენისა და შედარებით ნაკლებად

საშიში მოგერიებითი საშუალების გამოყენების სტანდარტმა შესაძლოა დაიწიოს

მთვრალ ადამიანთან მიმართებაში, რადგან ის უკვე მომეტებული საფრთხის

მატარებელია. აუცილებელი მოგერიების გამიზნული პროვოკაცია, რომელიც

ამავდროულად, სოციალურ-ეთიკურად გასაკიცხი ქმედებაცაა, საერთოდ გამორიცხავს

აუცილებელი მოგერიების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. აუცილებელი

მოგერიების არაგამიზნული, მაგრამ სოციალურ-ეთიკურად დასაძრახი პროვოკაციის

დროს მომგერიებელი ინარჩუნებს აუცილებელი მოგერიებით სარგებლობის უფლებას,

მაგრამ მას თავდასხმის მოგერიება შეუძლია გარკვეული შეზღუდვების დაწესების

ფონზე.

Page 60: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

60

იმისათვის, რომ აუცილებელი მოგერიება მართლზომიერად ჩაითვალოს და

მომგერიებლის სისხხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს,

უმნიშვნელოვანესია, რომ აუცილებელი მოგერიებისას მომგერიებელმა არ

გამოიყენოს ისეთი თავდაცვის საშუალება, რომელიც აშკარა შეუსაბამობაში იქნება

მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისგან მომდინარე საფრთხესთან და

საშიშროებასთან. მართალია, რომ აუცილებელი მოგერიებისას არ ხდება

სამართლებრივი სიკეთეების შეფასება მათი ღირებულების მიხედვით, მაგრამ აშკარად

გამოკვეთილი და მკვეთრად გამოხატული განსხვავება, თავდაცვისა და თავდასხმის

სიმძლავრეს შორის არ არის ნებადართული. როდესც ადამიანი თავდასხმის

მოსაგერიებლად თანაბრად ეფექტური საშუალებებიდან მიზანმიმართულად აირჩევს

ყველაზე საშიშ საშუალებას, ასეთ დროს ხდება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს

გადამეტება. აღსანიშნავია, რომ აშკარა შეუსაბამობა ყოველთვის არ ნიშნავს

შეუიარაღებელი ადამიანის იარაღის გამოყენებით მოგერიებას. შესაძლებელია

ადამიანი უთანასწორო ბრძოლაში ფიზიკური დაპირისპირების დროსაც აღმოჩნდეს და

დარღვეული ძალთა ბალანსი იარაღის გამოყენებით დააბალანსოს. სავსებით

შესაძლებელია ადამიანმა სხვა პირი იარაღის გამოყენების გარეშე, თავისი ძლიერი

ფიზიკური მონაცემების მეშვეობით სასიკვდილო შედეგამდე მიიყვანოს. შესაბამისად,

შესაძლებელია ორთაბრძოლაში დაჩაგრულმა ადამიანმა უიარაღო

თავდამსხმელისგან თავი იარაღით დაიცვას და მაინც არ გავიდეს აუცილებელი

მოგერიების ფარგლებიდან. ამდენად, თითოეული შემთხვევა იმსახურებს დეტალურ

შესწავლას და სწორედ ამის შემდეგ, შეიძლება იმის განსაზღვრა სახეზე გვაქვს თუ არა

აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, უფრო ვრცელ შეჯამებას იმსახურებს

აუცილებელი მოგერიების პროვოკაციის საკითხი. პირი, რომელიც მიზანმიმართულად

მოახდენს სხვა ადამიანის პროვოცირებას, რათა შემდეგ აუცილებელი მოგერიების

უფლებით ბოროტად ისარგებლოს და მოკლას მისი ქმედების შედეგად

გაღიზიანებული თავდამსმხელი, განზრახი დანაშაულისათვის უნდა დაისაჯოს და მისი

ქმედება აუცილებელი მოგერიებით არ უნდა გამართლდეს. აუცილებელი მოგერიების

Page 61: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

61

უფლება დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად არ გამოიყენება და

პროვოკატორის ქმედება გამართლებას არ იმსახურებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ

პირი სხვა ადამიანის პროვოცირებას არაგამიზნულად, მაგრამ სოციალურ-ეთიკურად

ან სხვავარად დასაძრახი ქმედებით მოახდენს, მაინც ეძლევა აუცილებელი მოგერიების

უფლებით სარგებლობა შესაძლებლობა, მაგრამ გარკვეული შეზღუდვების

თანხლებით. ასეთ შემთხვევაში, სხვა ადამიანის გამღიზიანებელმა სამსაფეხურიანი

თეორიის მიხედვით უნდა იმოქმედოს. პირველ რიგში პროვოკატორმა თავი უნდა

აარიდოს მის მიერ პროვოცირებულ თავდამსხმელს ყველა შესაძლო გზის

გამოყენებით, მათ შორის სხვა ადამიანისთვის დახმარების თხოვნით. მეორე ეტაპზე

არაგამიზნულად მოქმედ პროვოკატორს შეუძლია მხოლოდ თავდაცვითი ქმედებებით

უზრუნველყოს გაღიზიანებული თავდამსხმელის მოგერიება, ხოლო მესამე ეტაპზე კი

მას ეძლევა იმის უფლება, რომ პროვოცირებული თავდამსხმელი სამართლებრივი

სიკეთის დაზიანებით მოიგერიოს და აღკვეთოს, მართალია, ნაწილობრივ მისი

ბრალით გამოწვეული, მაგრამ რეალურად მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა.

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქართული სისხლის სამართლით

გათვალისწინებული აუცილებელი მოგერიების ინსტიტუტი წარმოადგენს ადამიანის

გამართლების, ანუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების

საფუძველს. კანონმდებელი მოქალაქეს უფლებას ანიჭებს, რომ საკუთარი ძალებით

გაუმკვლავდეს მართლსაწინააღმდეგო თავდამსხმელის მიერ განხორციელებულ

უმართლობას და ხელმყოფის დაზიანების გზით დაიცვას არა მარტო თავისი, არამედ

სხვისი სამართლებრივი სიკეთეც. აუცილებელი მოგერიება დანაშაულის მეორე ნიშნის

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებაა. აუცილებელი მოგერიების

ვითარებაში მოქმედი მომგერიებელი მხოლოდ მაშინ ექვემდებარება გამართლებას,

თუ მისი ქმედება აკმაყოფილებს როგორც ობიექტური ასევე სუბიექტური ნიშნებით

დაწესებულ მოთხოვნებს. კერძოდ, ხელყოფა მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი

სიკეთის დაზიანებისკენ. გარდა ამისა, ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი და

Page 62: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

62

მართლსაწინააღმდეგო (რეალურობის ელემენტის თანხლებით). თავის მხრივ,

მომგერიებელის ქმედება გაჯერებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო

თავდასხმისგან სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნითა და სურვილით.

აუცილებელი მოგერიების ინსტიტუტი დანაშაულის პრევენციის კუთხით

მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როდესაც პოტენციურმა დამნაშავემ იცის, რომ

მოქალაქე აღჭურვილია სამართლებრივი სიკეთის დაცვის უფლებამოსილებით და

მასზე თავდასხმის შემთხვევაში, შეხვდება უშუალო წინააღმდეგობას, პოტენციურ

დამნაშავეს მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების

უფრო დიდი საბაბი აქვს. აუცილებელი მოგერიების უფლებით სარგებლობის

შესაძლებლობა ყველა ადამიანს აქვს, რომელიც თავდსხმის ობიექტია და მისთვის ან

სხვისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ სიკეთეს ხელყოფის რეალური საფრთხე

ემუქრება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აუცილებელი მოგერიების უფლებით

სარგებლობის შესაძლებლობა არ ვრცელდება იმ ადამიანზე, რომელსაც აუცილებელი

მოგერიების ბოროტად გამოყენება აქვს გადაწყვეტილი.

საყურადღებოა, აუცილებელი მოგერიების უფლებით სარგებლობის

სოციალურ-ეთიკური შეზღუდვები. ამ დროს, მომგერიებლის ქმედების

მართლზომიერად ჩასათვლელად მატულობს მოთხოვნები. თუ

მართლსაწინააღმდეგო თავდამსხმელი არის ბავშვი ან ფსიქიკურად დაავადებული

პირი, ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ადამიანს არ ავალდებულებს

საფრთხის შემცველი სიტუაციიდან თავს გაქცევით უშველოს, მაქსიმალურად უნდა

შეეცადოს კონფლიქტური ვითარებიდან თავის დაღწევას მშვიდობიანი გზით. თუ ასეთი

მდგომარეობიდან დაპირისპირების გარეშე ფონს გასვლა შეუძლებელია, მაშინ

მომგერიებელმა თავდასხმითის ნაცვლად, თავდაცვითი საშუალებები უნდა

გამოიყენოს, რომელიც ხელმყოფის სამართლებრივი სიკეთისთვის შედარებით

ნაკლები ზიანის მომტანია. აუცილებელი მოგერიების უფლება არსებითად იზღუდება ან

საერთოდ ქრება, როდესაც ადგილის აქვს თავდამსხმელის მხრიდან სამართლებრივი

სიკეთის უმნიშვნელო ხელყოფას. აუცილებელი მოგერიების უფლება ესპობა

გამიზნულად მოქმედ პროვოკატორს, ხოლო არაგამიზნული, მაგრამ სოციალურ-

Page 63: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

63

ეთიკურად დასაძრახი ქმედებით გამოწვეულ პროვოკაციის ავტორს თავდამსხმელის

მოგერიება შეუძლია შეზღუდულად.

პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს აუცილებელი მოგერიების ფარგლები.

კანონმდებელი ცალსახად მიუთითებს, რომ მოქალაქის მიერ აუცილებელი

მოგერიების ფარგლები მაშინ არის გადაცილებული, როდესაც მისი მხრიდან

თავდაცვის ისეთი მძლავრი საშუალება არის გამოყენებული, რომელიც აშკარა

შეუსაბამობაშია თავდასხმის ხაისათთან და საშიშროებასთან. გასაგებია, რომ

თავდაცვასა და თავდასხმას შორის გარკვეულ დონეზე უნდა არსებობდეს

თანაფარდობა, მაგრამ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების თემაზე

ზედაპირულად საუბარი მიუღებელია. შესაძლებელია, ერთი შეხედვით მომგერიებლის

მიერ გამოყენებული იყოს არაპროპორციული თავდაცვის საშუალება მასზე

განხორციელებული თავდასხმის მოსაგერიებლად, მაგრამ კონკრეტული შემთხვევის

დეტალური განხილვისა და შესწავლის შედეგად დადგინდეს, რომ განსაცდელში

ჩავარდნილ ადამიანს სხვა შედარებით უფრო ნაკლებად სახიფათო საშუალების

გამოყენების შესაძლებლობა ფიზიკურად არ ჰქონდა. აუცილებელი მოგერიების

ფარგლებს გადაცილება მაშინ იჩენს თავს, როდესაც მომგერიებელს გააჩნია

შედარებით ფართო არჩევანი მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან თავის

დასაცავად და მის მოსაგერიებლად, მაგრამ შეგნებულად ირჩევს და იყენებს ყველაზე

სახიფათო და მძიმე შედეგის მომტან საშუალებას. ამდენად, როდესაც ქმედება

მომგერიებლის მიერ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებად შეფასდება,

ძალზე მნიშვნელოვანია ასეთი გადაწყვეტილების დასაბუთების მაღალი ხარისხი,

რათა არ გაჩნდეს კითხვები ქმედების კვალიფიკაციის სისწორესა და

სამართლიანობასთან მიმართებაში.

თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ

დავუბრუნდეთ აუცილებელი მოგერიების პროვოკაციის საკითხს. გამიზნული

პროვოკაცია, რომელიც პროვოკატორისთვის წარმოადგენს მის მიერ

პროვოცირებული თავდამსხმელის დაზიანების საშუალებას აუცილებელი მოგერიებით

ვერ გამართლდება. დაუშვებელია აუცილებელი მოგერიების სამართლებრივი

Page 64: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

64

ინსტიტუტით ბოროტად სარგებლობა და მისი გამოყენებით გაღიზიანებული

მართლსაწინააღმდეგო ხელმყოფის სამართლებრივი სიკეთის დაზიანება.

შეგნებულად და მიზანმიმართულად მოქმედ პროვოკატორს არ შეუძლია

თავდამსხმელის დაზიანების შემთხვევაში თავი აუცილებელი მოგერიების უფლების

სარგებლობით იმართლოს, რადგან მისი ქმედება სოციალურ-ეთიკურ

გასაკიცხაობასაც იმსახურებს. შედარებით განსხვავებული მდგომარეობაა

არაგამიზნული, მაგრამ სოციალურ-ეთიკურად დასაძრახი პროვოკაციის დროს. ამ

დროს, არაგამიზნულად მოქმედ პროვოკატორს სავსებით გამართლებულად უწესდება

მოქმედებითი შეზღუდვები, რაც გამოიხატება იმაში, რომ შეუგნებლად პროვოკაციული

სიტუაციის შექმნელმა ჯერ თავდამსხმელთან დაპირისპირებაში შესვლას უნდა

აარიდოს თავი, თუ ამას ვერ შეძლებს თავდაცვითი ქმედებებით ეცადოს თავდასხმის

მოგერიებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს, ხელყოფის აღსაკვეთად თავდასხმითი

ზომები.

გამოყენებული ლიტერატურა

მონოგრაფიები

1. გამყრელიძე ო., სისხლის სამართლის პრობლემები, მე-3 ტომი, გამომცემლობა

"იურისტების სამყარო", თბ., 2015;

2. ო. გამყრელიძე და სხვები, სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის

კომენტარი, დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, თბ., 2002;

3. დვალიძე ი., მოტივისა და მიზნის ზეგავლენა ქმედების კვალიფიკაციასა და

სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თბილისის უნივერსიტეტის

გამომცემლობა, თბ., 2008;

Page 65: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

65

4. ვესელსი ი., ბოილკე ვ., სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, დანაშაული და

მისი აგებულება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ.,

2010;

5. ნაჭყებია გ., სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო, თბ.,

2011;

6. პრადელი ჟ., შედარებითი სისხლის სამართალი, 1999;

7. ტურავა მ., სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მე-9 გამოცემა,

თბ., 2013;

8. შავგულიძე თ., სურგულაძე ლ., საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხველი

გარემოებანი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, გამომცემლობა

"მერიდიანი", თბ., 1988;

9. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, ავტორთა კოლექტივი, გამომცემლობა

"მერიდიანი", თბ., 2007;

10. ცქიტიშვილი თ., აუცილებელი მოგერიება როგორც პასუხისმგებლობის

გამომრიცხველი გარემოება, წიგნში გ. ფერაძე (რედ.), სამართლისა და

პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევები, მე-2 წიგნი, გამომცემლობა

"მერიდიანი", თბ., 2012;

11. წულაია ზ., სისხლის სამართალი, პირველი ტომი, თბ., 1999;

12. წულაია ზ., დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, გამომცემლობა "ინტელექტი",

თბ., 2000;

13. ხერხეულიძე ი., აუცილებელი მოგერიება ქართულსა და საერთო (ანგლო-

საქსური ტიპის) სამართალში, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ.,

2008;

14. ჯიშკარიანი ბ., კაზუსები სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, გამომცემლობა

"იურისტების სამყარო", თბ., 2015;

15. ჯიშკარიანი ბ., სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, დანაშაული ადამიანის

წინააღმდეგ, გამომცემლობა "იურისტების სამყარო", თბ., 2016;

უცხოური ლიტერატურა

Page 66: სისხლის Migriauli...4 Annotation The object of study and research of the work for master's degree is the legal institution of self-defense, the circumstance excluding

66

16. Horder Jeremy., Provocation and Responsibility, 1992;

17. Lee Cynthia., Reasonable Provocation and Self-Defense: Recognizing the Distinction

Between Act Reasonableness and Emotion Reasonableness, 2009 -

https://scholarship.law.gwu.edu

სასამართლო პრაქტიკა

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი სისხლის

სამართლის საქმეებზე, 2002, N12;

19. State v. Dill, https://www.leagle.com

20. State v. Garrison, https://casetext.com

21. BGHSt

ნორმატიული აქტები

22. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, 1999;

ვებ. გვერდები

23. https://www.upcounsel.com

24. https://criminal.findlaw.com

25. https://www.criminaldefenselawyer.com

26. www.library.court.ge

27. www.matsne.gov.ge